• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის განკარგულება და სამოქმედო გეგმა კორონავირუსის პრევენციისთვის

ალია ავტორი - ალია
16:16 01-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ გასცა.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებისა და შესაძლო გავრცელების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა შესაბამისი განკარგულება (164) და სამოქმედო გეგმა დამტკიცა

განკარგულების თანახმად, თითოეულ უწყებას, კომპეტენციის ფარგლებში დაევალა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებს და ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ეროვნულ დონეზე.

გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირების უზრუნველყოფასაც, რისთვისაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვა კორონავირუსის და მისი ზემოქმედების რისკის შემცირების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 5,974-მდე გაიზარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved