• რეკლამა
  • კონტაქტი
18:38, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 1% სურს რუსეთის გამარჯვება, 96% თვლის, რომ ეს ომი საქართველოსაც ეხება – ACT-ს კვლევა

ალია ავტორი - ალია
03:07 03-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
306

ACT-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მოსახლეობის 87% თვლის, რომ “უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის.

მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ საქართველოსაც ეხება. 

მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა გაიმარჯვებს.

20%-მა კი არ იცის ვინ იქნება გამარჯვებული.

12% აცხადებს, რომ ომში რუსეთი გაიმარჯვებს.

5% აღნიშნავს, რომ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.

მოსახლეობის 88%-ს სურს, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს.

რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის – 1%-ს.

ACT-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 17%-ისთვის მოსალოდნელი იყო ომი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 31%-ისთვის – უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 49% საერთოდ არ ელოდა რუსეთის მხრიდან უკრაინასთან ომის დაწყებას.

საქართველოს მოქალაქეების 72% შიშობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო იქნება.

გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა მაინც შემოიჭრას, მიუხედავად ომის შედეგებისა.

მოსახლეობის 91% მიიჩმნევს, რომ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის მხრიდან არის სამხედრო დანაშაული.

რაც შეეხება რუსეთის მიმართა დამოკიდებულებას, მოსახლეობის უმრავლესობა – 84% პირდაპირ ამბობს, რომ “რუსეთი მტერია”. მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11%-ს არ აღემატება.

ACT კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა. აღნიშნული კვლევა 4-6 მარტის ჩათვლით სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 809 ადამიანი. შერჩევის ცდომილებამ 2,4% შეადგინა.

აღნიშნული კვლევის შედეგები გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში წარადგინეს.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომირუსეთი ოკუპანტიასაქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved