ჟურნალისტი კოკი იონათამიშვილი წერს:
“არახამიამ აშშ-ს მოუწოდა სანქციებისკენ საქართველოს წინააღდმეგ (ზუსტი ფორმულირება არ მინახავს). გავბრაზდით, გასაგებია ეს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა სადაა? ანგარიშვალდებული ჩვენს წინაშე არაა არახამია, ანგარიშვალდებულია ხელისუფლება. ხომ ასეა? დასავლური მედია წერს, რომ რუსები სანქციებს გვერდს უვლიან საქართველოს დახმარებით. სულ ახლახანს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემამ, FT-მაც დაწერა სტატია, სადაც ვკითხულობთ, თუ როგორ იყენებს რუსი ბიზნესმენი საქართველოს სანქციების ასარიდებლად. თან ეს ისე წერია, როგორც მომხდარი ფაქტი.
რაიმე კამპანია ან პროტესტი გინახავთ საქართველოს მთავრობის მხრიდან ასეთ სტატიებთან ან განცხადებებთან დაკავშირებით სადმე? შეგახსენებთ, საგარეო უწყებას საერთოდ განცხადება და შეფასება არ გაუკეთებია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ, არც რაიმე გეგმაზე არ უსაუბრია.”
კომენტარები