• რეკლამა
  • კონტაქტი
13:14, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს დიპლომატიური უწყება იქცა უშიშროების უხეირო საბოტაჟნიკების, პრეზიდენტის შვილების, უნიჭო მუსიკოსებისა და მსახიობების, გავლენიან პირთა საყვარელი ადამიანების თავშესაფრად…” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:28 02-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“ყველა ექვსასწევრიან პარლამენტში მოიძებნება ერთი უვიცი ან ერთი ვერცხლისმოყვრე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საპრესკონფერენციო დარბაზს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმისთვის გამოიყენებს. მთავარი პრობლემა ეს არ არის…

მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ, მგონი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დიპლომატიურ უწყებაში უფრო მეტს ხვდებიან, ვიდრე შიო ჩიტაძის ქუჩაზე.

რას ვგულისხმობ?

დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაა (თუ არ ჩავთვლით ნახევრად საპრეზიდენტო სისტემას საფრანგეთში).

ამგვარი მმართველობის დროს გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე განსაკუთრებული გავლენა აქვთ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. როგორც წესი, ასეთ ქვეყნებს კოალიციური, რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მინისტრთა კაბინეტები მართავენ.

დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში საპარლამენტო მუშაობაზე ზემოქმედების საშუალება ხშირად აქვთ რეგიონალურ პარტიულ ლიდერებს, ადგილობრივი თვითმმართველობის გავლენიან წარმომადგენლებს – ძლიერი ქალაქებისა თუ ოლქების მეთაურებს და ა.შ.

ამასთანავე, დასავლეთ ევროპულ პოლიტიკურ სისტემებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც (ბიზნესი, პროფკავშირები, რელიგიური ორგანიზაციები, მედია, სოციალური მოძრაობები, ასოციაციები და ა.შ.).

შესაბამისად, თუ გსურს, რომ კონკრეტულ ქვეყანაში საქართველოსთვის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრი დამკვიდრდეს და საქართველოსთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მომზადდეს, ყველასთან უნდა იმუშავო – ხელისუფლებასთანაც და ოპოზიციასთანაც, ავტონომიებთანაც და ქალაქებთანაც, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთანაც და პარტიებთანაც.

ევროპაში შესაძლებელია, რომ პატარა 5%-იანი პარტიის ლიდერი მოულოდნელად სამთავრობო კოალიციაში აღმოჩნდეს და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს; ევროპაში შესაძლებელია, რომ პრემიერ-მინისტრად პროვინციული ქალაქის მერი აირჩიონ და ა.შ.

ჩვენ საელჩოებს შეიძლება დასავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოში დემოკრატიის ყველა აქტორთან მუშაობის რესურსი არ აქვთ, მაგრამ რამდენის საშუალებაც აქვთ იმდენი უნდა გააკეთონ… საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და იდეების შესახებ (სამწუხაროდ, ხედვა, ვიზონი ჩვენს პოლიტიკას არ აქვს) ყველა პარლამენტში, ევროპის ყველა საპარლამენტო პარტიასა თუ ძლიერ რეგიონალურ მთავრობაში უნდა მსჯელობდნენ (თუნდაც დღის წესრიგის უკანასკნელ პუნქტად).

ამის ნაცვლად, წლებია რას ვაკეთებთ ? ( მარტო მტირალა და უპრინციპო ზალკალიანს არ უნდა დაბრალდეს ყველაფერი).

საქართველოს უიდეო, უმიზნო, შემოქმედებითი აზროვნების უნარის არმქონე დიპლომატიური უწყება იქცა უშიშროების უხეირო საბოტაჟნიკების, პრეზიდენტის შვილების, უნიჭო მუსიკოსებისა და მსახიობების, გადამდგარი მინისტრების, გავლენიან პირთა საყვარელი ადამიანების თავშესაფრად …

ჰოდა, ინალ არძიმბა ხვალ და ზეგ პარტია Die Linke-ს დაელაპარაკება გერმანიაში, მაზეგ ოლსტერისა და კატალონიის პარლამენტებში აალაპარაკებს ასლან გეორგიევიჩს და ა.შ.

თქვენ შეავსეთ CV-ები, გადაიღეთ self-ები, იარეთ დროშიანი მანქანებით და ელაპარაკეთ მხოლოდ ბრიუსელსა და უოშინგტონს…”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved