• რეკლამა
  • კონტაქტი
08:10, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Gastronome-მა სამი ახალი ფილიალი და რესტორანი გახსნა

ალია ავტორი - ალია
19:38 06-30-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დელიკატესების მაღაზიათა ქსელი Gastronome-ი 3 ახალი ფილიალითა და სარესტორნო ქსელით გაფართოვდა. Gastronome-მა, საქართველოში პირველად, მომხმარებელს უნიკალური კონცეფცია – ერთ სივრცეში განთავსებული მაღაზია და რესტორანი შესთავაზა. Shop&Dine-ის კონცეფციის Bistro by Gastronome ბელიაშვილის ქუჩაზე ერთი წელია რაც გაიხსნა და დღეს უკვე Gastronome-ის ქსელის წარმატებული პროექტია.  სულ ცოტა ხნის წინ კი ვაჟა-ფშაველას გამზირის #22-ში Gastronome-ის ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი Argentinian Steakhouse-ი გაიხსნა. სტეიკჰაუსის  მენიუში წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის იაპონური ვაგიუს და ამერიკული შავი ანგუსის სტეიკი და ბურგერი. 

 „საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ძალიან მოკლე დროში გავხსენით Argentinian Steakhouse-ი და გვაქვს ამბიცია, მომხმარებელს  შევთავაზოთ საუკეთესო სტეიკი და ბურგერი, ისეთი ხარისხის, როგორიც მსოფლიოს დიდი დედაქალაქების საუკეთესო სტეიკჰაუსებში დაუგემოვნებიათ. ბანკთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ქსელი 2021 წელს მაღაზიების სამი ახალი ფილიალითაც გაფართოვდა და ჭავჭავაძის, სოლოლაკისა და ბელიაშვილის ფილიალების გარდა, პრემიუმ კლასის პროდუქტების შეძენა მომხმარებლებს უკვე ვაჟა-ფშაველას ახალ ფილიალში, ხოლო ძალიან მალე ლისისა და აბაშიძის მაღაზიებშიც შეეძლებათ“ – აცხადებს  Gastronome-ის დამფუძნებელი გიორგი თენაძე.


„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ვცდილობთ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად გამართული პროექტები და შედეგიც სახეზეა. დელიკატესების მაღაზიათა ქსელს Gastronome უკვე სამი ახალი ფილიალი შეემატა. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება წავახალისოთ ბიზნესი, დავუდგეთ მათ გვერდით, როგორც სანდო პარტნიორი, რათა ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტები,“- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ.

ინფორმაციისთვის, Gastronome-ის პირველი ფილიალი 2019 წელს გაიხსნა. დღეისათვის თბილისის სხვადასხვა უბანში ქსელი უკვე ოთხი მაღაზიით არის წარმოდგენილი, სადაც  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრემიუმ კლასის  დელიკატესები იყიდება. Gastronome-ში ზღვის და ხორცის პროდუქტების, ყველისა და ძეხვეულის, შოკოლადის, ყავის, სასმელის მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.

თეგები: დელიკატესების მაღაზიარესტორანისაქართველოს ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved