• რეკლამა
  • კონტაქტი
22:48, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკმა API Marketplace-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
15:31 09-30-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

საქართველოს ბანკი Bank-as-a-Service მიმართულების განვითარებას აქტიურად აგრძელებს. ბანკმა ბიზნესისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით  პლატფორმა api.bog.ge შექმნა, სადაც ყველა ის საბანკო სერვისია თავმოყრილი, რომელთა ინტეგრაციაც ციფრულ ბიზნესებს სჭირდებათ. ეს სერვისებია: ონლაინ გადახდები, ონლაინ განვადება, ბიზნეს ინტერნეტბანკის სერვისები და მომხმარებლის ანგარიშის მონაცემების გაზიარება (ღია ბანკინგი). მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kSboP6

API პროდუქტების ინტეგრაცია ციფრულ ბიზნესებს მოამარაგებს საჭირო ფინანსური სერვისებით, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებენ თავიანთი მომხმარებლის ონლაინ მომსახურებას.  (API პროგრამული შუამავალია, რომელიც ბიზნესებს საქართველოს ბანკის სხვადასხვა სერვისის, საკუთარ ციფრულ პლატფორმაზე გამოყენებაში ეხმარება) მეორეს მხრივ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ ბანკის სერვისებით, ინტერნეტ და მობილბანკს გარეთ, სასურველ ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში.  

აღნიშნული სერვისების ინტეგრაცია api.bog.ge-დან, გამარტივებული დოკუმენტაციის დახმარებითაა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ყველა პროდუქტის შესახებ. გაეცნონ ინტეგრაციისათვის საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციებს, გააკეთონ განაცხადი მათთვის სასურველ პროდუქტზე და მიიღონ მხარდაჭერა კითხვების არსებობის შემთხვევაში.

პლატფორმას განვითარების შემდეგ ეტაპებზე თითოეული სერვისის მართვისა და ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატება. გარდა ამისა, სწორედ api.bog.ge-ზე განთავსდება სამომავლოდ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ყველა  API პროდუქტი.

„ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ბანკის სერვისები გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მომხმარებელს დავახვედროთ სწორ დროსა და ადგილას. ამის შესაძლებლობას გვაძლევენ  ჩვენი  ის პარტნიორები, რომლებიც ბანკის ფინანსურ სერვისებს იყენებენ საკუთარ ციფრულ პროდუქტებში. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ბანკმა მომხმარებელს  არსებული API სერვისები ერთ სივრცეში შესთავაზა. სამომავლოდ კი ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი API სერვისის დანერგვას, რის შედეგადაც მომხმარებლები უკვე სრულყოფილი API Marketplace-ით შეძლებენ  სარგებლობას. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული სერვისების საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრაციით არაერთი ბიზნესი შეძლებს უფრო სწრაფად განავითაროს საკუთარი საქმიანობა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

თეგები: API Marketplaceსაქართველოს ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved