• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
12:05 10-13-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ინდივიდუალურ კონსულტაციებს იღებენ. ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.

პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა  19-მა კომპანიამ უკვე გაიარა როგორც  ექსპორტის, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ტრენინგები.

პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი კომპანია „კომფორტი“, რომელმაც სულ ახლახან გაიარა ტრენინგი ექსპორტის შესახებ, უკვე ბიზნესის გაფართოვებას გეგმავს.

„ჩვენ უკვე 14 წელია ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული შეფუთვის მქონე  ქაღალდის ჰიგიენური მოხმარების პროდუქციას (მაგიდისა და სამზარეულოს ხელსახოცს და სხვა ნივთებს). პროგრამა, რომელიც სრულად მორგებულია ჩვენს ინტერესებსა და საჭიროებებზე,  გვეხმარება, კომპანია გახდეს უფრო ცნობადი და წარმატებული. გვაძლევს შესაძლებლობას გავაფართოვოთ წარმოება, დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ჩავრთოთ ისინი საწარმო პროცესში.  გვაქვს ამბიცია, სრულად ავითვისოთ  ადგილობრივი ბაზარი და ამავე დროს, გავიდეთ ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში“,- აცხადებს თეიმურაზ დალაქიშვილი, კომპანიის დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას და ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდაში.  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში შერჩეულ თითოეულ კომპანიას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას“, – განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

„მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებს ვთავაზობთ პრაქტიკულ მომსახურებას, საბაზრო კავშირებს, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომას და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. ბიზნესების მდგრადი განვითარების მიზანზე მორგებული ეს პროგრამა არის ერთ-ერთი იმ ინიციატივათა შორის, რომლის საშუალებითაც USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში ჩართულ ბიზნეს კომპანიებისთვის დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშწყობას“ – აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.

თეგები: USAIDსაქართველოს ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved