• რეკლამა
  • კონტაქტი
05:02, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აქვა გეომ“ წარმოება გააფართოვა

ალია ავტორი - ალია
16:09 06-22-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა. ბანკთან პარტნიორობით „აქვა გეომ“, რომელიც 2011 წლიდან წყლის მოპოვება-ჩამოსხმას და რეალიზაციას ეწევა, საწარმოო ხაზი გააფართოვა. 

 „აქვა გეო“ სასმელ წყალს „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქტის მიწოდებას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მცირე ზომის კომპანიებთან, ასევე დიდ ქსელებთან ახორციელებს. კომპანია 2 ჭაბურღილზე და 3 წყაროზე ნატურალური მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას ფლობს, ამჟამად კი 250-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„აქვა გეოს“ განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა 20 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩამომსხმელი ხაზების შესყიდვას მოხმარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 70 მლნ. ლარს უტოლდება.

„საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ჩვენს საწარმოს ახალი ხაზი შეემატა, რომლის სიმძლავრეც საათში 24,000 ბოთლს უტოლდება. ამან მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეხდინა პროდუქციის დივერსიფიკაცია და არსებული პორტფელი გაგვეზარდა. კომპანიის 10 წლის იუბილე სწორედ მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, მათთვის საჩუქრის მიძღვნით აღვნიშნეთ – ამიერიდან ლიმონის არომატს მინერალებით გაჯერებული ორი ახალი არომატი – ვაშლის, საზამთროსა და ნესვის მიქსი შეემატა. „აქვა გეო“ პირველი წყლის კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს „სნოს“ ბრენდის ქვეშ არომატიზირებული წყალი შეთავაზა.“ – აცხადებს „აქუა გეოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან შავლაყაძე.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში „აქვა გეომ“ კიდევ უფრო გააფართოვა წარმოება. კომპანია მომხმარებელს საქართველოში და მის საზღვარგარეთ, „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო საქმიანობაში. საქართველოს ბანკი მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძე.

ცნობისთვის, „აქვა გეო“ ბაზარზე მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელსა და ყაზბეგის რაიონ სოფელ კობში მდებარე საწარმოებითაა წარმოდგენილი. ყაზბეგში მინერალური წყალი სახელწოდებით „კობი“ იწარმოება, რომლის რეალიზაციაც ძირითადად კანადაში, ლიტვაში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ხორციელდება. კომპანიას მინერალური და არაგაზირებული ნატურალური წყლის მოპოვებისა და ჩამოსხმის 25 წლიანი ლიცენზია გააჩნია და როგორც ხარისხის მენეჯმენტის, ასევე სურსათის უვნებლობის სისტემის სერტიფიკატებს ფლობს.

თეგები: აქვა გეოკობისაქართველოს ბანკისნო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved