• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველომ სააკაშვილზე EU-ს მიმართვა სერიოზულად უნდა მიიღოს – მორავიეცკი

ალია ავტორი - ალია
21:02 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,121

პოლონეთის პრემიერმინისტრი ადასტურებს, რომ ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პოლონეთის ინიციატივის შესახებ მუშაობს. კერძოდ, პოლონური მედიის ინფორმაციით, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა 27 ქვეყნის ერთობლივ წერილს მიიღებს.

“ვშიშობთ, რომ სააკაშვილს საქართველოში შეიძლება დაემართოს ის, რაც ყველაზე უარესია” – ამბობს პოლონეთის პრემიერი.

მატეუშ მორავიეცკის განცხადებითვე, “თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა”.

იქამდე, პოლონეთის საზოგადოებრივმა რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა ინიციატივა მოამზადა და ევროკავშირში ხელმოწერებს აგროვებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის გათავისუფლების თაობაზე მიმართოს. წერილი უნდა შეიცავდეს დეკლარაციას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვას მიიღებს და საქართველოს დატოვებს, ის ასევე დატოვებს საზოგადოებრივ ცხოვრებას და არ ჩაერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში მანამ, სანამ ევროკავშირის ტერიტორიაზე იქნება.

პოლონეთის რადიოს ცნობით, წერილში იქნება საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის გარანტია, თუმცა, ასევე დრამატულად შეფასდება ექსპრეზიდენტის მდგომარეობა.

“თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, მისი სიკვდილი ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატოსთან“, – ნათქვამია წერილის ფრაგმენტში, რომელიც Polskie radio-ს ინფორმაციით, მათმა ბრიუსელის კორესპონდენტმა ნახა.

წყარო – ტაბულა

თეგები: პოლონეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved