შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებაზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ COVID-19-ზე ადამიანებს ტესტს არ უკეთებენ, თუ იგიუ 60 წელს გადაცილებული არ არის.
“საქართველომ რაც გააკეთა კორონავირუსთან მიმართებაში, ევროპის ყველა ქვეყანას აჯობა…ერთი კვირაა, რაც ცუდად ვარ და გაციებული ვარ. დღეს მოვედი, რომ კორონავირუსზე ტესტი ამეღო. შვეიცარიაში ტესტს 60 წლის ზევით უკეთებენ. ნუ გაირჯებით ვინც 60 წლს ქვევით ხართ. ასე ამბობენ არ გვაქვსო. გამომიწერეს წამლები და მიბრძანეს, სახლში იყავიო. სხვა არაფერს აკეთებენ.
რაც შეეხება სპირტს, არ აქვთ, არც მასკები აქვთ გასაყიდი. ჩვენც გვიჭირსო, ექიმმა გვითხრა. ეს არის შვეიცარიის მედიცინა და ამათი შემოწმება.“,- ამბობს საქართველოს მოქალაქე.
შვეიცარიაში კორონავირუსის 2 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
„ნიუპოსტი“
კომენტარები