• რეკლამა
  • კონტაქტი
17:06, კვირა, 29 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოდან 700 ათასი კატალიზატორია გატანილი, რაც კატასტროფული მაჩვენებელია – გარემოს დაცვის სამინისტრო

ალია ავტორი - ალია
12:24 06-13-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
550

2015 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან 700 000 კატალიზატორი იქნა გატანილი, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული ავტოპარკის გათვალისწინებით, აღნიშნული მონაცემი „ძალიან მძიმე სურათია“.

„სამწუხაროდ,შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტის მაჩვენებელი მასშტაბურია. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლიდან, თუ არ ვცდები, დღემდე, 700 000 კატალიზატორი იქნა ქვეყნიდან გატანილი, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, კატასტროფული მაჩვენებელია. რეგისტრირებული ავტომობილები დაახლოებით, მილიონ ნახევარია, მაგრამ გზაზე, რა თქმა უნდა, ამდენი არ დადის, ნაკლებია. თუ ჩავთვლით, რომ დაახლოებით, მილიონი დადის ჩვენ გზებზე, 700 000 კატალიზატორი ძალიან მძიმე სურათია. სწორედ ამიტომ, 2020 წლის აპრილიდან დარეგისტრირებულ ავტომობილებს მოეთხოვებათ, რომ აუცილებლად ჰქონდეთ კატალიზატორი. ტექინსპექტირების დროს ეს მოწმდება. მეორე მხრივ, აღვნიშნავ, რომ ეს არ უნდა იყოს ნათხოვარი კატალიზატორით გავლილი ტექინსპექტირება. სწორედ ამიტომ, გზაზე ინსპექტირება ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს-პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რის მიხედვითაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

14:39 11-28-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved