• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველო უნდა გახდეს უკრაინის სამხედრო მოკავშირე, არახამიას აქტიურობა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
15:16 09-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
546

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:

“საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს უკრაინის უახლოესი სამხედრო მოკავშირე და პარტნიორი; ზუსტად ისე, როგორც აზერბაიჯანი გახდა თურქეთის. ეს კავშირი მოხსნის ნატო-ში გაერთიანების საჭიროებასაც და ევროპა-ამერიკის სამხედრო დახმარების უაზრო მოლოდინებსაც. სამხედრო ბლოკში გაერთიანება თანამედროვე ევროპის ყველაზე ბრძოლისუნარიან არმიასთან, სრულიად საკმარისი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ეს უნდა იყოს უახლოესი მომავლის ქართული პოლიტიკის მთავარი მიმართულება და ამ დოქტრინაში “ქართული ოცნება” აღარ მოიაზრება. ეს პარტია სრულიად გაკოტრებულია მორალურად და იდეოლოგიურად და ახალი ევროპის შემადგენლობაში ვერ მოხვდება ვერანაირი სახით.
რუსეთის გადარჩენის ერთადერთი გზა პუტინის სასწრაფო მოშორებაშია; მანამ, სანამ მოასწრებს ბირთვული იარაღით შანტაჟს და თუნდაც მცირე მასშტაბით გამოყენებას, რაც გარდაუვალი იქნება უკრაინული არმიის შემდგომ წინსვლასთან ერთად.
დასავლეთი თავისი სპეცსამსახურების მეშვეობით უკვე აქტიურ მოლაპარაკებაში იქნება ფსბ-სთან ჩართული, რათა ეს არ მოხდეს და პუტინი დროულად იქნეს განეიტრალებული. არავინ იცის რას მოითხოვს ამის სანაცვლოდ ფსბ დასავლეთისგან.
არსებობს იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოც მოხვდეს ვაჭრობის ერთერთ მთავარ ობიექტად და თუ აქ ქართველებმა აქტიური პოზიცია არ დაიკავეს, შეიძლება ისევ გაურკვეველი ვადით აღმოვჩნდეთ რუსულ ორბიტაზე, რაც ცხადია ხელს აძლევს “ქართულ ოცნებას”.
უკრაინელებს შეუძლიათ დაგვეხმარონ და იმედია ასეც იზამენ, რადგან საქართველოს დარჩენა რუსულ ორბიტაზე მათ მუდმივ პრობლემებს შეუქმნის. მთავარია ეს კარგად ავუხსნათ მათ. არახამიას აქტიურობა ალბათ ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ამ მიმართულებით.
“ოცნების” ერთადერთი იმედი ამჟამად რუსულ სპეცსამსახურებთან უახლოეს კავშირსა და კონტრაბანდული რუსული “ოფშორის” შექმნაშია, რაც მათ ფინანსური მანიპულაციების საშუალებას მისცემს პოლიტიკურ ველზე. პარალელურად, რუსები მუდმივად შეუწყობენ ხელს საინფორმაციო დივერსიის გავრცელებით, რომ თითქოს ომს დაუწყებენ საქართველოს, თუკი იქ სათავეში მკვეთრად ანტირუსული მთავრობა მოვა.
ამჟამად ფარული მოლაპარაკებები უნდა მიდიოდეს აფხაზებთან და ოსებთანაც. მათ უნდა აუხსნან, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაც კი ვერ მისცემთ განვითარების გარანტიას, რადგან არცერთი ნორმალური ბიზნესმენი არ ჩადებს ინვესტიციას საეჭვო იურიდიული მომავლის ტერიტორიებზე.
ქართული პოლიტიკური კლანი ინტენსიურად უნდა მუშაობდეს რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ ისევე როგორც 90-იანებში, ამჟამინდელ კატაკლიზმებსაც საქართველო ხვდება სრულიად მოუმზადებელი და უმწეო; ყოველგვარი გეგმის გარეშე; კატასტროფული მასშტაბების რუსული მიგრაციული დესანტით და მძლავრი პრორუსული იდეოლოგიურ-ეკონომიკური რეალობის შექმნით. ეს რეალობა სრულიად გამორიცხავს პროქართული მიმართულების პოლიტიკურ დაჯგუფებათა დამოუკიდებელი გამარჯვების შანსებს პოლიტიკურ ველზე, რადგან მათ მოწინააღმდეგეებს არა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვა ემუქრებათ, არამედ სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხეები.
საქართველო დიდხანს ვეღარ გაუძლებს ინტელექტისა და მუშახელის გადინებას და პარალელურად ქვეყნის მკვეთრ დემოგრაფიულ ცვლილებებს; სწორედ ამიტომ, რუსულ ორბიტაზე კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს..”
თეგები: ზურაბ გურულირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved