• რეკლამა
  • კონტაქტი
04:33, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო შეიძლება ძალზე მძიმედ იქნას გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ, როგორც უკრაინა! – გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
20:43 07-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,383

ექსპერტი ეკონომიკის დარგში, დემურ გიორხელიძე წერს:

 

“მე, თურმე, რუსეთზე არაფერს ვწერ და, გასაგებია,
“რუსეთუმე” და “პუწინისტი” ვიქნები, – თანაც,
რუსეთის პროპაგანდისტი!
ლოგიკა რკინისებურია!
მაგრამა, რუსეთზეც რომ ვწერ, – ამას რა ეშველება?!
თანაც, ვწერ რუსეთის ძალზე ღრმა პრობლემებზე,
რომელთა გადაწყვეტის გარეშე რუსების მომავალი
არ ჩანს! ეს ის პრობლემები არ არის, ქართველთა “სპეციფიურ” ნაწილს რომ ჰქონია!
საქმე ისაა, რომ:
(ა) მე აღვწერ მსოფლიო მთავარ მოთამაშეებს შორის
დაპირისპირების ღრმა მიზეზებსა და მიზნებს!
(ბ) გეოპოლიტიკა არ ემორჩილება ემოციებს, –
ისაა, რაც არის. გეოპოლიტიკის უმეცრებამ მოსტეხა
საქართველოს კისერი: ბოლო 100 წლის განმავლობაში
ქვეყნის ტერიტორიის 55% დავკარგეთ და ახლა ზუსტად
იმას ვიმეორებთ, რამაც 100 წლის წინ ქართული
სახელმწიფო შეიწირა! არადა, ღრმა და ნამდვილი
მიზეზები 1921 წლის ტრაგედიისა ზღაპრებშია გახვეული.
(ბ) საქართველოს მთავარი საფრთხე რუსეთიდან მოდის
და ამ საფრთხეს განაპირობებს ის, რომ საქართველოდანაც
რუსეთს დიდი საფრთხე ელის, – არა უშუალოდ
ქართველებისგან, – არა! საქართველო შეიძლება ძალზე
მძიმედ იქნას გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ,
როგორც უკრაინა!
პოლიტიკური პრობლემები გვარდება პოლიტიკური გზებით, მაგრამ ამას მხოლოდ პოლიტიკოსები აკეთებენ და არა მარიონეტები!
(გ) რეალობის დაუნახაობა და ფაქტების წინააღმდეგ
ბრძოლა გონებასისუსტის ნიშანია!.. ჩვენ ამ სასტიკი
საფრთხის წინაშე ვართ – ლამის ქართული სივრცე
ილუზიების ტყვეობაშია! მაგრამ ეს მხოლოდ უბადრუკი
მედიის საშუალებით! დღევანდელობა ვერ ზღუდავს
სივრცეს და ვერასდროს შეზღუდავს სწორ და
მიზანმიმართულ პოზიციებს!
(დ) საქართველოში რუსეთი კარგად იციან – საშუალო და
უფროსი თაობის ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა!
ამიტომ გონიერი ხალხისათვის იმაზე მეტი ანალიტიკის
მიწოდება, ვიდრე ვაკეთებ – რუსეთის ეკონომიკაზე, მის გამყიდველ ელიტებზე, სოციალურ მდგომარეობაზე და ა.შ.
– საჭირო არც არის.
დასავლეთზე უფრო მეტს თუ ვწერ, –
ამას განაპირობებს მოვლენები და არასწორი წარმოდგენები დასავლეთში მიმდინარე პროცესებზე,-
პროცესებზე, რომელიც ანგრევს და დანგრევის პირას მიიყვანა დასავლური დიდი კულტურა და ცივილიზაცია!
ამის გაგებაა აუცილებელი, რომ სახელმწიფო
შევინარჩუნოთ და უფსკრულში არ გადავჩეხოთ!
ამის მიხვედრა არ არის ძნელი, თუ ადამიანი
ტენდენციური არ არის!
ქართველმა მოცემულობის წაკითხვა თუ ვერ ისწავლა, –
ვერც სახელმწიფოს შეინარჩუნებს და ქვეყანასაც
დაკარგავს! ეს გარანტირებულია, თუ ნაგავი არ გაიხვეტა
პოლიტიკური და საზოგადოებრივი ავანსცენიდან!
ვინ ყიდის ქართულ მიწებს საკუთრებაში და ვინ გაყიდა
50 ათას ჰექტარზე მეტი სსოფლო-სამეურნეო მიწა?!
ვინ გასცა არაბული სოფლებისა და ქალაქის მშენებლობის უფლება?! რუსებმა აიძულეს?! არა!
ვინ ერეკება საქართველოს მოსახლეობას საზღვარგარეთ
და ვის შემოჰყავს ზუსტად იგივე რაოდენობის ხალხი
საქართველოში არაბული სამყაროდან, აფრიკიდა? ამ
ბოლო თვეების მოვლენების გამო, ქვეყანაში ძირითადად
უკრაინელები, ბელორუსები და რუსები შემოვიდნენ, ასიათასობით ადამიანი!
იდეოლოგიური ორიენტაციები სიმახინჯეა!
ქართული სახელმწიფო ჰქონდეს ქართველებს და
სხვის იმედად იყვნენ, – არ შრომობდნენ, ბელადებს
შეჰხაროდენ და კარგად ყოფნა სურდეთ, –
ეს უკვე მეტისმეტია!
ჩემი ყველა ნაწერის უკან – გამოკვეთილი მიზანია:
საღი ქართველების კონსოლიდაცია ერთი მიზნით:
საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი კულტურისა და ხალხის შენარჩუნება-განვითარება!
სხვა ყველაფერი ირგვლივ მოცემულობაა და იგი ამ მიზნით უნდა იქნას იდენტიფიცირებული და გამოყენებული!
ასე, რომ ამჯერად კორექტულად ვიტყვი:
ჩემი “დადანაშაულება” რაღაც ორიენტაციებში
მხოლოდ იმ ხალხის პრობლემაა, რომელსაც
არ ჰყოფნით ბევრი რამ იმისათვის, რომ გაარჩიონ ადამიანები, ჩაწვდნენ მათ პოზიციას და შეაფასონ!
არა უშავს!
საჯარო პირი თუ ხარ, ისიც უნდა იცოდე, ამ გონებადაკარგულ სიტუაციაში რაზეც მიდიხარ!
შედეგი – აი, კრიტერიუმი ნებისმიერი ქმედებისა!”
თეგები: დემურ გიორხელიძესაქართველო–რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved