საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეხვედრებს მართავს. რიკ დაემსი ჟურნალისტებთან ამბობს:
„მე მხოლოდ ახლა ვიწყებ ვიზიტს, თქვენ ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ, რომელზე პასუხისგანაც ალბათ თავს შევიკავებ, რადგან ჯერ უნდა შევხვდე პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და სხვებს. მე ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის სპიკერსა და პარლამენტის წევრებს ვესაუბრე. გუშინ ევროპის საბჭოში ელჩი დამხვდა. მქონდა ასევე შესაძლებლობა. გავსაუბრებოდი ოპოზიციისა და უმრავლესობის დელეგაციებს. ეს მეტყველებს, რომ საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია.
სწორედ ამის თქმა მინდა თავიდანვე, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ყველა წევრ ქვეყანაშია. შესაძლოა, არა იმ მასშტაბით, როგორც საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა ნორმალურია ის ვითარება, სადაც უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ქვია“
კომენტარები