• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო კორონავირუსის სამკურნალო ორ ახალ პრეპარატს მიიღებს – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
10:56 10-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის სამკურნალოორ უახლეს პრეპარატს მიიღებს. როგორც ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს ძვირადღირებული ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების შეძენაში მსოფლიო ბანკი დაეხმარება.

რაც შეეხება მეორე ძვირადღირებულ პრეპარატს, „ბარიციტინიბს“, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატი ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა და მას ანტივირუსული და ანტიანთებითი ეფექტი გააჩნია, რაც პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად შეამცირებს.

„ქვეყანაში 2 ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთი ეს არის ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. გენეტიკური ინჟინერიის გზით შექმნილი ანტისხეულებია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს კორონავირუსზე და ანეიტრალებს ორგანიზმში შეჭრილ ვირუსს. წინასწარი კვლევებით, “მონოკლონური ანტისხეულები” სერიოზულად ამცირებს ინფექციის დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას. რამდენიმე “მონოკლონური სხეულია” ხმარებაში, 3 სხვადასხვა კომპანიის, მათგან უკეთესია „რეგენერონის“ და „როშის“ წარმოებული “მონოკლონური ანტისხეულები”, რომელსაც ორი სახელი ჰქვია RONAPREVE ან, „რეგენკოვი“ ეს “მონოკლონური ანტისხეულები” ძალიან ძვირადღირებულია. ერთი ავადმყოფისთვის საჭირო დოზა, ამბულატორიულ პირობებში, სახლში მყოფი პაციენტებისთვის 1200 დოლარია, ხოლო კლინიკაში, უფრო მძიმე პაციენტებში 5000 დოლარი. ეს მედიკამენტი RONAPREVE “მონოკლონური ანტისხეულების” ყველაზე კარგი ვარიანტია. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაიწყეს მისი გამოყენება. საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამას გამოიყენებს. სერიოზული მოლაპარაკება მიმდინარეობს, მათ შორის, ჩართულია მსოფლიო ბანკი, რომელიც შეპირდა საქართველოს, რომ დაეხმარება ამ ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენაში. ეს მედიკამენტი დიდი ალბათობით, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა.

ოქტომბრის ბოლოდან შესაძლებლობა გვექნება ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს რეანიმაციაში მოხვედრამდე. სპეციფიკური პრეპარატებით ვუმკურნალოთ ადრეულ სტადიაზე, კერძოდ, „რემდესივირით“ და „მონოკლონური ანტისხეულით“, თუ დაგვიანებით მოვიდა პაციენტი მას „ტოცილიზუმაბით“ და „ბარიციტინიბით“. ვფიქრობ, ძალიან შევამცირებთ პაციენტების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved