• რეკლამა
  • კონტაქტი
06:30, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველო კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს და ევროპული ოჯახის წევრიც გახდება!” – მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:19 06-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
319

ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი:

“ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენო!

და თქვენ რატომ ეხმარებოდით ხელისუფლებას, – სასარგებლო იდიოტები ხართ?!
არადა, ყველაფერი პირიქით არის, – ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ჩათვლით!
და ამ პროცესს ყურადღებით აკვირდებოდნენ ევროკავშირში!
როდესაც დეპუტატებს მოგიწოდებდით, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიგეღოთ, თავი შორს გეჭირათ!
თქვენი მოვალეობა უნდა შეგესრულებინათ, თქვენი!
ამის ნაცვლად კი ევროსტრუქტურები აიკელით, – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას არ იმსახურებსო!
ასე ცდილობდით ხელისუფლების დისკრედიტაციას! იმ ხელისუფლების, რომლის ნაწილიც თქვენც ხართ, – საპარლამენტო ოპოზიცია!
ზოგ თქვენგანს არ გესმით, გონება არ გყოფნით, ზოგიც მიზანმიმართულად, მმართველი პარტიის დაზიანების სურვილით შეპყრობილი, უპირველესად საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებთ!
კანონში ჩაიხედეთ, – სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩამონათვალში პირველი პრეზიდენტი წერია, მეორე – პარლამენტის წევრი!
თქვენ, დეპუტატები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ხართ, მაგრამ ეს ვერ გაგიაზრებიათ და ბრალდებების უტვინოდ წამოსროლის იქით ვერ მიდიხართ, რადგან პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ! თქვენს პასუხისმგებლობას!
მე მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს და დიდი ევროპული ოჯახის წევრიც გახდება!
მჯერა, რადგან ეს არ არის დღევანდელი არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანია!
და თუ მაინც გამრუდდება ევროპული სამართლიანობა, არც ამ გარემოებამ უნდა მოგვგვაროს იმედგაცრუება და აქ, საქართველოში უნდა ავაშენოთ ევროპული სახელმწიფო!
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო!
მშვიდობა საქართველოს”
თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved