სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. პოლიცია ტერიტორიის გაწმენდას ცდილობს და აქტივისტების დაკავებას იწყებს. ძალადობრივი მეთოდებით, პოლიციელები სასამართლოს ღობესა და დაცვის ჯიხურზე მდგარ აქტივისტებს ყრის.
კომენტარები