• რეკლამა
  • კონტაქტი
09:05, კვირა, 26 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საპროტესტო საზოგადოების დაკვეთაა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანობა” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
15:42 05-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
584

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

საპროტესტო საზოგადოების დაკვეთაა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანობა. ერთიანი ფრონტი. გაერთიანება.

სანამ პირველი აბზაცის მერე კომენტარის დაწერას იფიქრებთ, დანარჩენიც წაიკითხეთ და მერე ქენით ეგ 🙂

გაერთიანება არ ნიშნავს მაინცდამაინც სადმე ერთ სიაში ჩაწერას (ეს ცალკე საკითხია, რა კონფიგურაცია ჯობია არჩევნებისთვის, რომელიც ჯერ მოსაპოვებელია. ამაზე არაა ეს სტატუსი). ერთიანობა ნიშნავს რაღაც საქმის ერთად კეთებას, ძლიერ კოორდინაციას.

არც ერთ პარტიას არ ეხატება გულზე მეორე პარტია; არც ერთ ლიდერს არ ევასება მეორე. არგუმენტები ოხრადაა ყველა მიმართულებით.

საზოგადოებრივ ჯგუფებს არ ევასებათ პარტიები; პარტიებს გაუცხოება აქვთ საზოგადოებრივ ჯგუფებთან.

აგერ 2024 წლის 28 ნოემბრამდე ქოცი სტაჟიან ოპოზიციონერს რომ ეტყვის, შენ გაჩუმდიო, პასუხს რომ მიიღებს, რად უნდა ამას დიდი გამოცნობა; ან ეს ოპოზიციონერი რომ ეტყვის, შენ სად იყავი, მე რომ ვიბრძოდიო, აქედანაც წამოაძახებს ძველ ამბებს. არც ესაა ძნელი გამოსაცნობი. ასე დაუსრულებლად არსებობს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები. თან გარკვეულწილად ყველა მართალია და თან გარკვეულწილად ყველა მტყუანი. უაზრობაა ერთ ბრძოლაში ვიყოთ და სამიზნედ ერთმანეთი გვყავდეს. ყველაზე არაპრაგმატული მიდგომაა. მოდი ჯერ ბიძინა მოვიცილოთ და მერე სამართლიან არჩევნებში გავარკვიოთ, ვინ რა დოზით უნდა ხალხს. იყოს ერთმანეთის კრიტიკა, მაგრამ არა ისეთი ქმედებები, რომელიც ორგანიზებულობას დაანგრევს.

პროტესტი ჰორიზონტალურია და ეს კარგია, მაგრამ ორგანიზებულობა აუცილებელია. ეს კი მხოლოდ კოორდინაციითა და შეთანხმებებით მიიღწევა.

მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მაგრად მკიდია, ვის ვინ ევასება ან არ ევასება. ქვეყანა მიაქვთ რუსებს – ახლა ჩემი ამოცანაა, რომ ეს არ მოხდეს.

ამიტომ : როცა პასუხისმგებლობას იღებთ რაღაცაზე, ამ პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია, არ დააზიანოთ და დაასუსტოთ პროცესი.

საქართველო ჩემზეც, შენზეც და ყველაზე ზემოთ დგას. რუსების დამარცხებას სჭირდება ძლიერი კოორდინაცია.

როცა ძლიერი კოორდინაცია არსებობს, ორგანიზაციული და სხვა საკითხები ადვილად გვარდება. ვინც ჩართულია რაღაცის ორგანიზებაში, ესაუბროს სხვა ჯგუფებსა თუ პარტიებს, გაინაწილონ ფუნქციები, ქუჩები, ბანერები და ათასი რამ. მოაგვარონ ეს ელემენტარული საკითხები. მათი სამუშაოს ნაწილია ეს და სულ არ მაინტერესებს, ვის რა ემოციები აქვს სხვების მიმართ. თუ ემოციები გძლევთ, მაშინ ორგანიზებაში ნუ ჩაერთვებით; თუ მაინც ვერ ახერხებთ, ისეთი მიუშვით, ვინც მოახერხებს. ვიღაც კი არ უნდა გავრიყოთ, არამედ შემოვიერთოთ და გავფართოვდეთ.

როცა ვიღაცები ერთმანეთთან მისასვლელ ხიდებს წვავენ იმ დროს, როცა ერთსა და იმავე მიზნისთვის იბრძვიან, უგუნურებაა.

თუ თქვენ შეურიგებლობა გაქვთ ვიღაცასთან და ვერ ერევით საკუთარ თავს, შესაფერისი ადამიანი მიუშვით, რომელსაც დიალოგის რესურსი აქვს.

ე ბიჯო გავიგეთ, რომ არც ერთი პარტიის არაა ეს პროტესტი. ვის უხსნით, ვიცით ყველამ. რისთვის აკეთებთ ამას, რომ ვინმე ქოცს სადმე რამე დაუმტკიცოთ ?!

გუშინაც დავწერე და დღესაც გავიმეორებ – ქოცების ის ნაწილი, რომელიც მომენტს ელოდება, აკვირდება გარე და შიდა წნეხს და, რამე რომ იყოს, ბიძინას მისატოვებლად მზადაა, უყურებს ძალასა და ორგანიზებულობას და არა იმას, თქვენ როგორ დაუმტკიცებთ, რომ არა ხართ რომელიმე პარტიის მომხრე. ჰკიდია ეგ ფაქტორი. იცის მანაც. ამასობაში ვინც უკვე პროტესტშია ჩართული, მის ბრძოლისუნარიანობას ანელებთ დაქსაქსულობით.

ემოციების გამოხატვა და ემოციებით მოქმედება ადამიანურია, მაგრამ როცა დიდ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, შენი პერსონალური საკითხი, ემოციები და სიმპათია-ანტიპათია ცოტა უკან გადადის და წინა პლანზეა ცივი გონებით მოქმედება. ორგანიზატორების სამუშაოა, რომ ერთმანეთში მოაგვარონ ყველა პრობლემა, რომელიც პროტესტს ხელს შეუშლის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved