ფოტო – ტვ პირველი
საპროტესტო აქცია დაანონსდა – ტვ პირველის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები ფილარმონიასთან გადაინაცვლებენ.
მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე მათე დევიძის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
კომენტარები