“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
,,მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პირდაპირ ეთერში დაწვა, ესაა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ორგანიზებული და დაფინანსებული უკიდურესად ვანდალური, ტერორისტული აქტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის უზნეობის მასშტაბებზე,რომელმაც სრულად გამოიყენა ეპიდემია რეპრესიებისათვის ისე, რომ აღდგომის დღესასწაულმაც კი ვერ შეაჩერა. ამ აღვირახსნილი ქმედებებით კიდევ უფრო მძიმდება ხელისუფლების მიმართ უახლოეს მომავალში გარდაუვლად შესადგენი საბრალდებო დასკვნის პუნქტები.” _
კომენტარები