• რეკლამა
  • კონტაქტი
05:50, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფრთხე და გამიზნული ზიანი წალენჯიხისთვის – მერიის საგანგებო განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:36 01-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
928

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო განცხადებას აქვეყნებს, და აცხადებს, რომ 25 იანვარს წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე “ოცნების” გუნდმა მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტის ცვლილებას, თანაც ისე, რომ მანამდე მერიისთვის პრეტენზია, ან პროექტზე ერთობლივი მუშაობა არ შეუთავაზებია, თანაც ბიუჯეტის ცვლილებები ტექნიკური ხასიათის იყო. ბიუჯეტში ცვლილებების ჩავარდნა, სამწუხაროდ, ხელს შეუშლის წალენჯიხის პრობლემების მოგვარებას.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია:

25 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ტექნიკური ხასიათის იყო, ხდებოდა მუნიციპალიტეტის ანგარიშებზე 2023 წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების ასახვა, მათ შორის, გარდამავალი ვალდებულებების, თავისუფალი ნაშთისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ნაშთების ასახვა (ჯამში 2,565,686 ლარი).
სამწუხაროდ, პოლიტიკური ნომენკლატურის გამო, ქართულმა ოცნებამ თავისი უარგუმენტო გადაწყვეტილებით საფრთხე შეუქმნა წალენჯიხის მერიის გამართულ მუშაობას.

მერია ყოველთვის მზადაა წინასწარ, საკრებულოს საბოლოო სხდომამდე განიხილოს და შეაჯეროს ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა ქართული ოცნებისგან არანაირი პრეტენზია ან შენიშვნა არ ყოფილა წინასწარ წარმოდგენილი. ასევე აღსანიშნავია, რომ არც სხდომაზე გაჟღერებულა კონკრეტული არგუმენტები, რატომაც ბიუჯეტს არ დაუჭირეს მხარი.
ბიუჯეტის ცვლილების არმიღების შედეგად ვერ დაფინანსდება ისეთი მნიშნვნელოვანი სოციალური მიმართულებები, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის გათბობით (შეშით) უზრუნველყოფა, მოსახლეობისა და სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფა, ღვაწლმოსილ პედაგოგებზე ფულადი დახმარების გაცემა.

აუცილებელ თანხებს ვერ მიიღებენ მერიის მმართველობის სფეროში მოქმედი ა(ა)იპ-ები, რომელთაც მრავალი მნიშნველოვანი ფუნქცია გააჩნიათ; კულტურის, განათლების, სპორტისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით;
საფრთხე ექმნება პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას;
ვერ განხორციელდება ,,შენი იდეა წალენჯიხას“ პროგრამა;
პრობლემა ექმნება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას;
თანხის ანაზღაურების პრობლემა დგება უამრავი მეწარმისთვის, რომლებმაც მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს, ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, ასევე საახალწლო ღონისძიებები თუ სხვა;
შეუძლებელი ხდება ინერტული მასალების შეძენა, რომელიც ძირითადად შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაგებისთბის გამოიყენებოდა;

პრობლემა ექმნება მუნიციპალიტეტის ელ.ენერგიის ხარჯის გასტუმრებას.
მივმართავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებს, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები უარყოფითად აისახება როგორც წალენჯიხის მოსახლეობასა და მათთვის განკუთვნილ სიკეთეებზე, ასევე ქართული ოცნების პოლიტიკურ რეიტინგზე. ასევე გვინდა გავახსენოთ, რომ მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და მათ მიერ გამოცხადებული ნდობა მოიცავს მოსახლეობის სასიკეთო, და არა საზიანო ნაბიჯების გადადგმას.

თეგები: ქართული ოცნებაწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved