• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფრანგეთის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის პარიზის სასამართლომ 6 ქართველს 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

ალია ავტორი - ალია
14:34 06-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

საფრანგეთის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის პარიზის სასამართლომ 6 ქართველს 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

საქმე ეხება 2023 წელს საფრანგეთის ბიბლიოთეკებში მომხდარ დანაშაულებს. წიგნების ქურდობებს ადგილი ჰქონდა გერმანიის, ჩეხეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებშიც, რის შემდეგაც ევროპელი სამართალდამცველების საგამოძიებო ჯგუფმა 2024 წელს რამდენიმე პირი დააკავა. კრიმინალური ქსელის წევრები ორიგინალ ნამუშევრებს ფარულად იღებდნენ და მათ ზუსტი, ყალბი ასლებით ანაცვლებდნენ

💬 “ეს სასამართლო პროცესი ბოლო წლებში ევროპის მასშტაბით ბიბლიოთეკებიდან მსგავსი ძარცვების სერიის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების უახლესი შემთხვევაა. არსებობს ეჭვი, რომ ეს დანაშაულები ორგანიზებული ქსელის მიერაა ჩადენილი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს რუსეთთან”.

ბრალდებულებს ედავებოდნენ რუსი კლასიკოსების – პუშკინის, გოგოლისა და ლერმონტოვის წიგნების მოპარვას. წიგნების საერთო ღირებულება მილიონობით ევროს აღწევს.

ექვსივე ბრალდებული – ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი გასულ ღამეს დამნაშავედ ცნეს დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილ კრიმინალურ შეთქმულებაში, ზოგს კი ბრალი გამოფენილი კულტურული ფასეულობის მოპარვაშიც დაედო.

ორ პირს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. ისინი უკვე დაკავებულები არიან საქართველოში. კიდევ ორი ბრალდებული, მიხეილ ზამთარაძე და ბექა ცირეკიძე მსგავსი დანაშაულებისთვის სხვა ქვეყნებში არიან გასამართლებული და საფრანგეთს დროებით გადასცეს.

ყველაზე მკაცრი სასჯელი — 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 50 წლის მიხეილ ზამთარაძეს. მას გათავისუფლებისა და დეპორტაციის შემდეგ საფრანგეთის ტერიტორიაზე სამუდამოდ აეკრძალა შესვლა. ზამთარაძეს გასულ წელს ლიეტუვაში ორგანიზებული ქურდობისთვის უკვე ჰქონდა მისჯილი 3 წელი და 4 თვე, რაც 606 000 ევროდ შეფასებული მე-19 საუკუნის გამოცემების მოპარვას უკავშირდებოდა.

49 წლის ბექა ცირეკიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც დაემატა იმ სამ წელსა და ექვს თვეს, რომელიც მას ესტონეთში უკვე ჰქონდა მისჯილი.

თავის გამოსვლაში პროკურორმა აღნიშნა, რომ ექვსი ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქურდობა იყო „მასშტაბური, ორგანიზებული, დაგეგმილი და შესრულებული განსაკუთრებული სიზუსტითა და ცინიზმით“ | ამბობს საქმის პროკურორი

2024 წლის აპრილში ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ საქართველოს პროკურატურამაც გამოაცხადა. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ საფრანგეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვის ჩართულობით ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. 2025 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროპული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე დამნაშავედ ხუთი პირი ცნო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved