საპატრულო პოლიციის ორ თანამშრომელს ბოდიშის მოხდა მას შემდეგ მოუწია, რაც მათ მანქანაში 20 წუთიანი კოცნისას წაუსწრეს და ჩუმად გადაიღეს. შემთხვევა ბლექბერნიში, კარლა ფოგერტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა და თვითმხილველი ამტკიცებს, რომ საპატრულო მანქანაში მყოფი სამართალდამცავები ერთმანეთს 20 წუთის მანძილზე კოცნიდნენ. როგორც ჩანს, მხურვალე შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი, ქალი თავისი ავტომობილით მივიდა დანიშნულების ადგილამდე და სამუშაო საათებისას, თავის პარტნიორ მამაკაცს, საპატრულო მანქანაში ჩაუჯდა. ქალი ლანკაშირის საპატრულო პოლიციის ოფიცერი გახლდავთ.
მათ მანქანები ერთმანეთს გაუთანაბრებს და ისე დაიწყეს საუბარი, შემდეგ კი ქალი ოფიცერი საპატრულო ავტომობილში გადაჯდა. აღნიშნულით თვითმხილველი შეშფოთდა და გადაღება დაიწყო.
20 წუთიანი კოცნის შემდეგ, ოფიცერი ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა, მანქანას მოუარა და მისი პარტნიორის მხარეს, ფანჯარასთან მივიდა, ავტომობილში თავი შეყო და დამშვიდობების მიზნით აკოცა. ეს ყველაფერი კი სოციალურ ქსელში მოხვდა.
შედეგად მათ საქმეზე შიდა სამსახურეობრივი მოკვლევა დაიწყო და ოფიცრებს საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწიათ.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები