• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპატრიარქოს დასჯის დროა – დავით ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:04 07-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„5 ივლისს ქაშუეთთან კონტრაქციის დაანონსებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, ფაქტიურად ღიად განაცხადა: რაკი რამდენიმე ასეული აგრესიული მოძალადის მეტი ვერ გამოიყვანეს ფალავანდიშვილმა და სხვებმა, რაკი დასავლეთმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისი პრაიდს, რაკი ხელისუფლებამ ამჯერად არ მიუშვა მოძალადეები დემონსტრანტების დასარბევად და ა.შ. საპატრიარქო თავად გამოვიდა დღეს ასპარეზზე, როგორც მთავარი დაპირისპირებული, რუსული მხარე.

ილია მეორემ, მისმა თანამესაყდრე შიომ და ბევრმა სხვა იერარქმა, საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, ეტყობა, მიიღეს ბრძანება მოსკოვიდან – მოსინჯონ საქართველოს ხელისუფლების დაშინება/მოთვინიერება, ძალის დემონსტრირება, იმის ჩვენება, თითქოს ეს ჩეკისტური, უვიცი და მომხვეჭელი, რუსების ბრძანების შემსრულებელი ყანდურების ორგანიზაცია არის ერის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი და ეროვნული ღირსების დამცველი.

ასევე, საპატრიარქოს აქვს ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილის შიშნარევი მორჩილების იმედიც. ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა.

თანამედროვე დასავლეთს ემუქრება ჩამოძონძილი, დროს და რეალობას აცდენილი, პროგრესის მტერი ეგზარქოსი და მისი ამალა.

ღირსეულ საზოგადოებას თქვენი არ ეშინია. არც იმდენი ხართ, როგორც ბაქიბუქობთ.

ხაფანგი დაიგეთ და თქვენვე გაებმებით მასში.

ყველა პარტია და პოლიტიკოსი, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ვინც აყვება ობერ-პროკურორ კირილეს ადგილობრივ ეგზარქოს ილიას ამ აგრესიულ, ანტიდასავლურ მოწოდებასა და ქმედებაში, იქნება დაუნდობლად შეფასებული და, დარწმუნებული ვარ, დამარცხებული, დანარცხებულიც.

ილია მეორე, შიო და სხვები მიდიან საქართველოს მოქალაქეების ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ. პრაიდი მათთვის საბაბია. არ გაგატანინებთ, არ ჩაგატოვებინებთ საქართველოს რუსულ ბნელ და აგრესიულ ბუნაგში!“ – წერს დავით ბერძენიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved