26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 95 910 ამომრჩველია რეგისტრირებული. 42 სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს.
შვიდი საარჩევნო უბანი გახსნილია საბერძნეთში, ათენში – ოთხი, სალონიკში – სამი; ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილია ექვსი საარჩევნო უბანი, ნიუ იორკში – ოთხი, ხოლო ვაშინგტონსა და სან ფრანცისკოში – ერთი, გერმანიაში – ხუთი საარჩევნო უბანია გახსნილი, ბერლინში – ორი, მაინის ფრანკრუფრტში, მიუნხენსა და შტუტგარდში – ერთი.
იტალიაში გახსნილია ოთხი საარჩევნო უბანი. რომში – ორი, მილანსა და ბარში – ერთი.
ესპანეთის სამეფოში სამი საარჩევნო უბანია, ერთი მადრიდში, ორი კი, ბარსელონაში.
აზერბაიჯანში სამივე საარჩევნო უბანი ბაქოშია. სამი საარჩევნო უბანია თურქეთში – ანკარაში, სტამბოლსა და ტრაპიზონში. საფრანგეთში ორი საარჩევნო უბანია, ორივე დედაქალაქ პარიზში.
თითო საარჩევნო უბანია გახსნილი: ავსტრიაში – ვენა, სლოვაკეთი – ბრატისლავა, ჩეხეთი – პრაღა, პოლონეთი – ვარშავა, ლატვია – რიგა, ლიეტუვა – ვილნიუსი, ესტონეთი – ტალინი, უნგრეთი – ბუდაპეშტი, პორტუგალია – ლისაბონი, ნიდერლანდები – ჰააგა, ბელგია – ბრიუსელი, დიდი ბრიტანეთი – ლონდონი, შვეიცარია – ბერნი, ბულგარეთი – სოფია, ირლანდია – დუბლინი, კვიპროსი – ნიქოზია, მოლდოვა – კიშინიოვი, ბელარუსი – მინსკი, შვედეთი – სტოკჰოლმი, დანიის სამეფო, კოპენჰაგენში ერთი საარჩევნო უბანია, ნორვეგია – ოსლო, ფინეთი – ჰელსინკი. სომხეთი – ერევანი, უზბეკეთი – ტაშკენტი, ქუვეითი – ალ ქუვეითი, ყაზახეთი – ასტანა, კატარი – დოჰა, ისრაელი – რამათ განი, ჩინეთი – პეკინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – აბუ-დაბი, კორეა – სეული, იაპონია – ტოკიო, ავსტრალია – კანბერა, კანადა – ოტავა.
კომენტარები