• რეკლამა
  • კონტაქტი
14:44, კვირა, 19 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საოცარი სიტყვებით მანუგეშა ოპონენტმა შალვა ნათელაშვილმა… იყო სიყვარული, ქართველობა, ადამიანობა და ღმერთი” – ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:12 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23,691

გაერთიანების “ხალხის ძალა” წევრი, დავით ქართველიშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში, წერს:

“ერთ რამეში მაინც მომატყუა – ინტროვერტი ვარო, ვერც მეგობრების დიდი რაოდენობით ვიტრაბახებო. მე არ ვიცი…ათასობით ადამიანი მოვიდა ბაჩოსთან ფიზიკურად, ათასობით მომწერა მხოლოდ მე, ათასობით გვირეკავდა სვანეთიდან დაწყებული თუშეთით დამთავრებული. ტიროდნენ აფხაზები, რუსები, უკრაინელები. მიწას აყრიდნენ სასაფლაოზე ექსტრემალი ველომრბოლელები, რომლებიც ბაჩოს გაცნობა მის სიცოცხლეში ვერც კი მოასწრეს, მაგრამ ის მათი კუმირი იყო – როგორც პიროვნება, ქართველი, მეგობარი, მამა, ძმა და შვილი. მე მისი მხოლოდ “ჩინური” ვერსია ვარ “კამბოჯაში აწყობილი”.
საოცრად მშვიდობისმყოფელი იყო და მისი ამ სულისკვეთებით აღივსო ეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ოთხი დღე/ღამე – საოცარი სიტყვებით მანუგეშა და გამაძლიერა ჩემმა პოლიტიკურმა ოპონენტმა შალვა ნათელაშვილმა. საოცარი სითბო ვიგრძენი რუსიკო თევზაძესაგან – არ იყო ჩვენს შორის არანაირი პოლიტიკა. იყო სიყვარული, ქართველობა, ადამიანობა და ღმერთი. ზეცაში კი ყოველივე ამის გამო ხარობდა მშვიდობისმყოფელი ბაჩო. მხედრობა და მთავრობა, ერი და ბერი, ქალაქი და სოფელი, თითოეული თქვენგანი – იყავით ამ დღეებში ჩვენს გვერდში და სიტყვები არ მყოფნის, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მომიტევეთ, თუ ვერ გპასუხობდით. ეხლა გპასუხობთ – უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის და ყველაფრისათვის დიდება უფალს!!!
დღეს მე და ინგამ თითქმის ერთდროულად გავუზიარეთ ერთმანეთს – რომ გარდაუვალი გარდაცვალების მიმართ არანაირი შიში აღარ გაგვაჩნია. თანაც ამის დრო უბრალოდ არა გვაქვს. ბაჩომ მრავალშვილიან მშობლებად გაგვხადა და სიკვდილზე ფიქრის დრო არა გვაქვს. თუ შეძლებთ, მოიხსენიეთ ლოცვებში ახლადშესვენებული მონაჲ ღვთისა ბაჩო-გიორგი და მწუხარებასა და განსაცდელსა შინა მყოფი ახლად დაქვრივებული მხევალი ღვთისა ნინო – საოცარი გოგო, ცარიელი გული და სიყვარული, რომელსაც ზეგ დაბადების დღე აქვს და ბავშვები ემზადებიან დედიკოსთვის პატარა ზეიმის მოსაწყობად…”
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved