• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სანქცირებულ მოსამართლეს სიდედრმა $68,8 ათასი აჩუქა – IDFI-ის კვლევა მოსამართლეების საჩუქრებზე

ალია ავტორი - ალია
20:06 10-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,386

2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ, ან მისი ოჯახის წევრმა, 5 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო – ინფორმაციას “თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” აქვეყნებს. კვლევიდან ირკვევა, რომ მიღებულ საჩუქრებს შორის არის ფული, უძრავი ქონება, ავტომობილები და სხვა ძვირადღირებული ნივთები.

ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრების მიმღებ მოსამართლეებს შორისაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე, რომლის ოჯახის წევრებს – მეუღლეს და შვილს – 2020-2022 წლებში მეუღლის დედამ უცხოეთიდან საჩუქრის სახით გამოუგზავნა 68,8 ათასი აშშ დოლარი და 2,3 ათასი ლარი.

გარდა ჩინჩალაძისა, დიდი ქონება მიიღო საჩუქრად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ – ოჯახის წევრისგან ფულადი თანხა 19.6 ათასი ევრო.

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, აქ ორმა მოსამართლემ – ალექსანდრე წულაძემ და გიორგი მიქაუტაძემ მიიღეს ფულადი თანხა და მიწის ნაკვეთი საჩუქრად.

 – 2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 5 მილიონ ლარს;

– 2020-2022 წლებში 3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ მოსამართლეებს, ხოლო 2 მილიონი ლარის საჩუქარი – მათი ოჯახის რომელიმე წევრს;

 – მოსამართლეებმა საჩუქრების 91% (4.5 მლნ. ლარი) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (430 ათასი ლარი) ისეთი ნათესავებისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით, ხოლო 1% (33.4 ათასი ლარი) სხვა წყაროდან;

– მოსამართლეებს 2,3 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 2,6 მილიონი ლარის საჩუქარი – უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 129.5 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით;

 – საკონსტიტუციო სასამართლო წევრებიდან, 2020-2022 წლებში საჩუქარი მიღებული აქვს მხოლოდ ევა გოცირიძეს – ოჯახის წევრისგან ფულადი თანხა 19.6 ათასი ევრო.

 – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან მშობლებისგან ძვირადღირებული საჩუქრები მიიღეს ალექსანდრე წულაძემ (მიწის ნაკვეთი, 200000 USD) და გიორგი მიქაუტაძემ (ფულადი თანხა, 100000 USD);

 – 2020-2022 წლებში 18 მოსამართლის მიერ მიღებული საჩუქრების ღირებულება აღემატება 100 ათას ლარს;

 – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული (მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო) მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და შვილს) 2020-2022 წლებში მეუღლის დედამ უცხოეთიდან საჩუქრის სახით გამოუგზავნა 68,8 ათასი აშშ დოლარი და 2,3 ათასი ლარი;

 – მონიტორინგის ფარგლებში მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 7 შემთხვევა გამოვლინდა;

 – მოსამართლეების ცალკეული დეკლარაციები, არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, საჩუქრის მიმღებსა და გამცემს შორის კავშირის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლეებზე საჩუქრები გაცემულია იმ პირთა წრისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება არ ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კითხვებს აჩენს საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების წარმომავლობა, რისი სრულფასოვანი შესწავლაც დამატებითი მოკვლევის ჩატარებას საჭიროებს.

ამ მხრივ, განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველად შესაძლებელია შეფასდეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“ დასანქცირებული თუ ე.წ. სასამართლო კლანის სხვა წევრების მიერ ოჯახის წევრებისგან მიღებული სოლიდური ფულადი საჩუქრები. მაგალითად, სააპელაციოს სასამართლოს სანქცირებული მოსამართლის მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრების მიერ უცხოეთიდან მიღებული საჩუქრები (68,8 ათასი აშშ დოლარი). ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის მიერ დედისგან საჩუქრად მიღებული ფულადი თანხა 100 ათასი აშშ დოლარი და სხვა.

მოსამართლეების დეკლარაციების მაგალითზეც, საჯარო სამსახურში საჩუქრის პოლიტიკის მოწესრიგების და აღსრულების კუთხით, მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს საქართველოს კანონმდებლობის რეგულაციები და ბუნდოვანი ჩანაწერები. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიერ გარკვეული საჩუქრების მიღებას, თუმცა ამ ნორმის დარღვევისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები არ არის დადგენილი.

IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების, მათ შორის მოსამართლეების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას,” – წერია ანგარიშში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved