“ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლას ეხმაურება და ამბობს:
“ჩვენ რომ სანქციებს მივერთებოდით, უკრაინაში რომ მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეების დევნა დაგვეწყო, როგორც დევნიდნენ მათ თბილისის და სხავადასხვა ქალაქების ქუჩებში, ჩვენ რომ გვეძახა, გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული პირების მოწოდებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა? რისკების დაზღვევა როგორ შეიძლებოდა, ქალბატონო სალომე? ამას, ალბათ, გვასწავლით.
დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, გასტარტეთ, სტარტი მიეცით ახალ პოლარიზაციას.”
კომენტარები