სანქტ-პეტერბურგში, ბუქარესკაიას ქუჩაზე, წუხელ ძლიერი ხანძარი იყო. ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა მედიამ, “რია ნოვოსტიმ,” გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რესტორანსა და სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლი რამდენიმე საათის შემდეგ ჩააქრეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
კომენტარები