• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანამ ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი, ბანკებისთვის მევახშეს არ ვაძახებინებდი” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:56 01-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,022

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, დეპუტატი, რომან გოცირიძე:

სანამ ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი, ბანკებისთვის მევახშეს არ ვაძახებინებდი და არც სიტყვა “მევახშის” გამოყენება ხდებოდა იშვიათი შემთხვევების გარდა.
როდესაც საპენსიო პროგრამა მოვამზადეთ და განვაცხადეთ, რომ 2024 წლისათვის პენსია იქნებოდა 400 ლარი, იყო სურვილი გვეთქვა 500( პარტიის ნომერს ჰგავს) ან ათასი და ა. შ. არ დავუშვი ეს. რეალისტური რიცხვი დავწერეთ. ამაზეც მოგვდგა ხელისუფლება და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, პოპულისტურიაო. ეს რომ რეალისტური იყო, დრომ გვაჩვენა. აგერ, დღეს, ქართული ოცნების პირობებშიც კი, პენსიონერთა ერთი ნახევრის პენსია დაახლოებით 300 ლარია, მეორე ნახევრის კი 400. თუმცა ჩვენ მაშინ ამ ოთხას ლარს არ ვგულისხმობდით. ამ პერიოდში ისე გაუფასურდა ლარი და გაიზარდა ფასები, რომ თავისი მსყიდველობითუნარიანობით დღევანდელი პენსია გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, ვიდრე მაშინ ვიგულისხმეთ.
იყო მცდელობა პარტიის პროგრამის შეცლისა და მის მოხსენიებად, როგორც ქრისტიანულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ორგანიზაციად. ეს არსებითად ცვლიდა ნაციონალური მოძრაობის შინაარს. არ მოხდა ეს, მათ შორის ჩემი ძალისხმევით.
ბევრ რამეზე მიწევდა ბრძოლა, განსაკუთრებით ეკონომიკურ პოპულიზმთან და მეტნაკლებად ვაღწევდი კიდევაც შედეგს.
იყო საკითხები, როცა ფაქტობრივად მარტოდმარტოს მიწევდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვა-ეს საპატრიარქოს ეხებოდა. მხოლოდ მე და კიდევ ერთი-ორი ქალი თუ ვლაპარაკობდით უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე. სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის საჭიროებაზე, სუბსიდირების მავნებლობაზე და ბევრ სხვა საკითხზე საუბარი ფაქტობრივად ტაბუდადებული იყო და ორიოდე ადამიანი თუ გამოთქვამდა განსხვავებულ აზრს.
მიუხედავად ყველაფრისა, პარტიის დაშლამდე ( მეორედ დაშლას ვგულისხმობ, რაც ფაქტობრივად დაიწყო სალომე სამადაშვილის და გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლით და დღემდე გრძელდება) პარტია მეტნაკლებად მაინც ინარჩუნებდა ევროპულ იმიჯს და ლიბერალურ ორიენტაციას.
ეს პოსტი არ არის ნაციონალურ მოძრაობაზე, ეს ოპოზიციის უმეტესი ნაწილის მიერ ერთსა და იმავე წრეზე დაშვებულ შეცდომებზეა, რომლებიც ვერ მიმხვდარან, რომ მიუხედავად პოპულიზმისა, ხშირად ზღვარგადასულისა, არ იძლევა ეს შედეგს არჩევნებში.
ამ თვეში ორი ფაქტი მოხდა, რომელშიაც იდენტური იყო ( ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) პარტიების პოზიცია. სტალინის ხატის შემთხვევაში დაგმეს სტალინი, დაგმეს “პროვოკატორი” ნატა ფერაძე, შეაქეს საპატრიარქო, რომელიც სწორად მოიქცა თურმე ე. წ. მატრონას ხატში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილების გამო, მაშინ როცა თავად ეს პრორუსული საპატრიარქო იყო ყველაფრის თავი და თავი. მეორე ფაქტი გუშინდელი შემთხვევაა, როცა პარტიებმა და მედიამ “მევახშის” იარლიყით ფაქტობრივად ბრძოლა გამოუცხადეს არა მხოლოდ ბანკებს, არამედ მთელ საბაზრო სისტემას. აქაც “მოწინავის” როლი ნაციონალურმა მოძრაობამ ითავა.
ხელისუფლების შეცდომების მხილების ნაცვლად ( საფინანსო სისტემის ზედმეტი რეგულირება) ხელისუფლებას რეგულირების გამკაცრებისა და “მევახშეების” მოსპობისკენ მოუწოდებდნენ ერთხმად.
უცბად ყველა ერთმანეთს დაემსგავსა. არა მხოლოდ პარტიები.
შანსი არ გაუშვეს ერთი ოჯახის უბედურება პოლიტიკურ კაპიტლად ექციათ.
ამ ისტერიკაში კი ჩაიკარგა ამ კორუმპირებული ხელისუფლების ნამდვილი როლი ქვეყნის დაცლაში და გაღატაკებაში.
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved