ჟურნალისტი, ვახო სანაია:
რატომაა აქციებზე მიშას პლაკატები ?
იმიტომ, რომ პოლიტპატიმარია და მის გათავისუფლებას მოითხოვენ ! გარეთ რომ გამოვა, მაშინაც დაიჭერენ, თუ ამის სურვილი ექნებათ და ამას ვერავინ დაუშლის. დღეს კი იმიტომ უჭირავთ, რომ უკანონო პატიმარია.
მეც მეჭირა ნიკას ბანერი, რადგან პოლიტპატიმარი იყო და მის გათავისუფლებას ვითხოვდი !
სხვების პლაკატებიც ეჭირათ და უჭირავთ დღემდე !
ხვალ რომ ბოკერია დააპატიმრონ და მისმა 12 მხარდამჭერმა პლაკატები დაიჭიროს ხელში, ვერავინ დაუშლის და უზნეობა იქნება, ვინმემ გადახაზოს და ცხვირწინ უფრიალოს ! დღეს კი ეს ვითომ პარტია მიშას ფოტოს ათავსებს რუსი ბიძინას გვერდით და გადახაზული აქვს. ამას აკეთებენ ისინი, ბოლო დღემდე, 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მიშას ხელისუფლებაში რომ იყვნენ და შემდეგი 4 წელიც მის პარტიას წარმოადგენდნენ.
და ვინმეს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქციის ყველა მონაწილეს მზე და მთვარე ამოსდის რომელიმე ერთ პოლიტიკოსზე ?! მაგრამ აქციებმა გადალახა თავიდან არსებული ეს შეუთავსებლობა, რადგან ამ ხალხმა ზუსტად იცის, რისთვის იბრძვის – ივნიშვილის, ამ რუსის გასაგდებად.
გუშინდელ აქციას ერქვა ,,საქართველო ივანიშვილის გარეშე” – ამ ლოზუნგით მოუწოდებდნენ ხალხს მისვლისკენ (თუმცა არც არავის მოწოდება არ სჭირდებათ მოქალაქეებს, მით უმეტეს, 28 ნოემბერს). ხალხი მოვიდა ერთი ლოზუნგის ქვეშ და ვიღაცამ დაახვედრა სულ სხვა შინაარსის ბანერი. იქამდე რატომ არ უთხრა საზოგადოებას, რომ მიშას საწინააღმდეგო ლოზუნგით მოუწოდებდა მისვლას ?! ეს იქნებოდა პატიოსანი საქციელი, მაგრამ ამის წინასწარ მთქმელისთვის – არახელსაყრელი. გასაგებია, რატომაც არ თქვა – თავისი ჭკუით, ხალხის მოტყუება განიზრახა.
ეს პარტია ,,ოპოზიციის ალიანსის” წევრია. დღეს ვხედავთ, რომ ალიანსის წარმომადგენლებს უწევთ პოზიციის გამოხატვა და გამიჯვნა, მაგრამ გეუბნებით, სანამ მაგას მაქედან არ გააგდებთ, სულ დესტრუქციას მოაწყობს, რათა პროპაგანდისტული არხების ქარდებზე მოხვდეს. ამბობს კიდევ, რომ ასეთ ქცევას გააგრძელებს.
პოლიტიკურ ფასს ალიანსში შემავალი პარტიები გადაიხდიან, რადგან ,,ფედერალისტებს” არც არაფერი აქვთ გადასახდელი, უბრალოდ არარსებული ორგანიზაციაა. აქციებს ამ ვირეშმაკობით არაფერი დააკლდება. ბიძინამ ვერ დაამარცხა და ასეთი მაიმუნობა რას დააკლებს. ჰოდა უყუროს ახლა, როგორ გადაუარეს ზედ გუშინდელი საქციელის გამო.
დანარჩენი თქვენ იცით. მით უარესი ალიანსისთვის.
ეს ბრძოლა ხალხის მოსაგებია და მოიგებს კიდეც, ოღონდ არაფერს დაივიწყებს – არც ერთ ვირეშმაკობას, დესტრუქციას, ღალატს. ხალხი ფარა არაა. საკონსტიტუციოში გაუქმება მონაგონი იქნება, თუ ხალხმა გაგაუქმათ.
აქვე მადლობა ყველას, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა გუშინდელ აქციაში და ხალხის ინტერესებით იმოქმედა.











კომენტარები