• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანამ ჩვენ გამოკვებილი ჯარისკაცი სახელმწიფო აზროვნების პიკად და თურქული საღებავით გაღებილი ყაზარმა ტექნოლოგიურ ნახტომად მიგვაჩნია, მანამდე ნახევრადშემდგარი სახელმწიფო ვიქნებით” – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
20:20 06-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246
თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
მიუხედავად იმისა, რომ ომის ახალ თაობაზე ხშირად საუბრობდნენ სამხედრო თეორეტიკოსები, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა გამოაჩინი რომ ფართომაშტაბიანი ომის წარმოების პრინციპები ჯერ არ შეიცვლილა. წინ წავიდა ტექნოლოგიები, დაიხვეწა ტაქტიკური ხერხები, მართვისა და მართვის უზრუნველყოფის ტექნოლოგიური სისტემები, მაგრამ არსებითად ომის წარმოება იგივე დოქტრინალურ საფუძველზე დგას.
წარმატების მიღწევის ბოლო, დამაგვირგინებელი არგუმენტი კვლავ ხმელეთზეა. იგულისხმება, რომ შეიძლება მოწინააღდმეგე გატეხო სარაკეტო ან საავიაციო დარტყმებით, მაგრამ თუ ამის ნება არსებობს, ის იომებს სანამ ამის ძალა დარჩება ხმელეთზე, ჩვეულებრივი საბრძოლო ქვედანაყოფების სახით. ხმელეთზე კი მთავარი გამრღვევი ძალა ჯავშანსატანკო ძალებია, ჯავშანსატანკო ძალების მთავარი არგუმენტი კი ბოლო 100 წელი ტანკია.
აბრამსი, ლეოპარდი, ლეკლერკი და ა.შ. ( ტ72-იც კი) მე-3 თაობის ტანკია. 1970 წლის შემდეგ მე-3 თაობაზე გაიყინა სატანკო საინჟინრო აზრი. მართალია ნატო-ს ქვეყნებში ხდებოდა საბაზისო ტანკებზე ახალი ტექნოლოგიების დაშენება-ჩაშენება, მაგრამ ეს მხოლოდ 3+, 3++ და 3+++ მოდიფიკაციებია და არა მეოთხე თაობა. 73 ტონიანი M1A2 SEPV3 და M1A2 SEPV4 აბრამსები მე-3 თაობის ბოლო მოდიფიკაციებია და ამით მე-3 თაობამ თავის თავი ამოწურა.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და აშშ-ბმა თითქმის ერთდროულად გამოაცხადეს რომ მე-4 თაობის გარდამავალ ტანკებზე დაიწყეს მუშაბა. გამოჩნდა პროტოტიპები: ჩელენჯერ 3, KF51 პანტერა, აბრამს X . რა თქმა უნდა როდესაც რუსეთისთვის კვლავ აქტუალური გახდა ტ62-ის კონსერვაციდან მოხსნა, შენი პოტენციური პარტნიორების ყველა სამხედრო სიახლე იმ იმედს აჩენს, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სტაბილურობის საფრთხე.
ინფორმაცია ჯერჯერობით მწირია მაგრამ ტენდეციებზე შეიძლება საუბარი: ეკიპაჟის შემცირება, ავტონომიური კოშკური ეკიპაჟის წევრის გარეშე, ხელოვნური ინტელექტი, სითბურ ხედვის ახალი სისტემები, დაზვერვის ავტონომიური საშუალებები, ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის დიდი მოცულობები, ჭკვიანი ჭურვები და ა.შ. რაც მთავარი რობოტიზირებულ ან უპილოტო მექანიზმებთან სინქრონული მოქმედების შესაძლებლობა. როგორც ცნობილია ელექტრო ძრავებზე უახლოეს 10 წელიწადში მხოლოდ არასაბრძოლო მანქანები გადავა, მაგრამ რეალიზებული იქნება ჰიბრიდული, ელექტრო-დიზელის ძრავზე გადასვლა და საწვავის მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირება. ეკიპაჟის წევრებს 360 გრადუსიანი ხედვის არელის გარდა საბრძოლო ჩაფხუტზე აესახებათ დამატებითი რეალობა მინიმუმ სრულყოფილი ტაქტიკური სურათით ან შესაძლო რისკებისა და ტაქტიკური პრობლემების გადაწყვეტის გრაფიკული რეკომენდაციებით.
პ.ს. პოტენციური ( სამწუხაროდ რეალობა ისეთია ეს ტერმინი უნდა გამოვიყენო) სტრატეგიულ მოკავშირეების წარმატება რა თქმა უნდა გვიხარია, მაგრამ სანამ ჩვენ იმით ვიწონებთ თავს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 2025 წლიდან საბრძოლო მომზადება რომ გვექნება ( წარმომიდგენია რამდენმა გენერალმა თეთრად გაათენა ღამე იმის ფიქრში, ჭირდება ჯარისკაცს საბრძოლო მომზადება თუ არა ), სანამ ჩვენ გამოკვებილი ჯარისკაცი სახელმწიფო აზროვნების პიკად და ჩინური საღებავის ნაცვლად თურქული საღებავით გაღებილი ყაზარმა ტექნოლოგიურ ნახტომად მიგვაჩნია, მანამდე დაუცველი და მტრის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, უკაცრავად ტერმინისთვის ნახევრადშემდგარი სახელმწიფო ვიქნებით.
https://www.youtube.com/watch?v=TcfuyyxFtgQ&t=50s
https://www.youtube.com/watch?v=fTBA5tQsDbE&t=12s
Rheinmetall releases Panther KF51 Main Battle Tank
თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved