“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის ქუჩების ნაწილს 16 საათის განმავლობაშიწყლის მიწოდება აღარ შეუწყდებათ.
“დღეს, 15 ოქტომბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადაიდო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აბონენტებს 15 ოქტომბრის 15:00 საათიდან 16 ოქტომბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება აღარ შეეზღუდებათ.
ბახტრიონის სატუმბო სადგურზე უცილებელი ტექნიკური სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წინასწარ გაავრცელებს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
კომენტარები