• რეკლამა
  • კონტაქტი
06:06, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამწუხაროდ, კეთილსაიმედო სცენარების განხორციელების შანსები მცირეა” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
19:11 11-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

?‍? გერმანიაში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ექსპერტმა – მურიელ ასსებურგმა, რომელიც ავტორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი ფონდის Stiftung Wissenschaft und Politik სპეციალისტია, გაზეთ Die Zeit-სთვის სპეციალური სტატია დაწერა.
ტექსტში ახლო აღმოსავლეთის მკვლევარმა ღაზას სექტორში მოვლენების განვითარების 4 ძირითადი შესაძლო სცენარი განიხილა:
1⃣ ჰამასის თავდასხმამდე არსებულ გამმიჯნავ ხაზებთან დაბრუნება და სექტორის კიდევ უფრო მკაცრი ბლოკირება.
ისრაელის ეროვნული არმია უბრუნდება ტერორისტულ თავდასხმამდე არსებულ საზღვრებს, მაგრამ იწყებს სექტორის სრულ ბლოკირებას. ისრაელის თავდასხმების შემდეგ ჰამასი უკიდურესად სუსტდება, მაგრამ აგრძელებს არსებობს, რადგან მრავალი ჯარისკაცი ჰყავს და სექტორის მოსახლეობის ფენებში ღრმად აქვს ფესვები გადგმული.
ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში იზრდება ღაზის საზღვრის ორივე მხარეს ბუფერული ზონები, ზონებში იკრძალება გადაადგილება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ისრაელის მხრიდან შეუძლებელი გახდება სექტორში რაიმე პროდუქტის შეტანა ან გამოტანა, სამუშაო ძალის გადაადგილება. ტერიტორია მთლიანად დამოკიდებული გახდება ეგვიპტიდან ჰუმანიტარული ტვირთით მომარაგებაზე.
2⃣ ღაზას სექტორიდან ასობით ათასი ადამიანის თანდათანობით განდევნა
პალესტინელებს ყველაზე მეტად ამ სცენარის ეშინიათ. თუ ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია და დაბომბვები წარმატებით გაგრძელდება და შეტევის ინტენსივობა ნელ-ნელა მოიმატებს, პარალელურად კი უკიდურესად გამწვავდება ჰუმანიტარული კატასტროფა, ხალხი ეგვიპტის საზღვარს მიაწყდება. ეგვიპტემ პირდაპირ განაცხადა, რომ არ არის მზად ლტოლვილთა ნაკადების მისაღებად. ძნელი სათქმელია, რა ზომებს მიიღებს კაირო გამოქცეული ხალხის შესაჩერებლად.
ეგვიპტეში პალესტინელებს განსაკუთრებული პერსპექტივები არ ელით. შესაბამისად, მოსალოდნელი იქნება გასაბერი ნავებით ხმელთაშუა ზღვის დალაშქვრის მორიგი ტრაგიკული ოდისეას დაწყება. ევროპა კიდევ ერთხელ აღმოჩდნება მიგრაციის ტალღის დარტყმის ქცეშ.
ისრაელის ულტრამემარჯვენე, აგრესიული პოლიტიკური ძალები ამ სცენარით ემუქრებიან ღაზას, ეგვიპტესა და ევროკავშირს.
3⃣ საერთაშორისო სამხედრო მისია იზრუნებს ღაზის სექტორში წესრიგის აღდგენაზე.
მესამე სცენარი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. აღნიშნული ვარიანტის მიხედვით, გაეროს უშიშროების საბჭომ ძლიერი სამხედრო მისია უნდა გააგზავნოს ღაზის სექტორში. სამხედრო ადმინისტრაციამ რამდენიმე წლით ღაზაში წესრიგისა და უსაფრთხოების დამყარებაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ბოლოს კი მმართველობა რამალას (პალესტინის მთავრობას) გადააბაროს.
თითქმის წარმოუდგენელია უშიშროების საბჭოს წევრები – აშშ, ჩინეთი, რუსეთი საერთო სამხედრო ნაწილებისა და ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდენენ.
4⃣ ღაზას სექტორის სექტორის გახსნა საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების გარანტიების პირობებში.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უკვე საკმაოდ არიან არაბული სახელმწიფოები, რომელებიც ისრაელთან ურთიერთობების დარეგულირებას ესწრაფვიან. შესაძლებელია შედგეს ყურის ზოგიერთი ქვეყნის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის კოალიცია, რომელსაც აშშ, ერვოკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები ირიბად გაუმაგრებენ ზურგს. კოალიციის ჯარები და ადმინისტრაცია შევა ღაზას სექტორში და შეეცდება წესრიგის დამყარებას. შედეგად, ნელ-ნელა რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების შექმნის ფონზე ღაზას სექტორის სრული ბლოკირება შეწყდება.
—
სამწუხაროდ, კეთილსაიმედო სცენარების განხორციელების შანსები მცირეა. ასსებურგი მიიჩნევს, რომ ყველაზე რეალისტური პირველი ან მეორე ვარიანტების აღსრულებაა, რაც კონფლიქტის გაყინვის წინაპირობადაც კი არ გამოდგება.
Ist möglicherweise ein Bild von 3 Personen, Klagemauer und Text
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved