• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

სამსუნგის უახლესი Galaxy Watch4 სერია: შენი ჯანმრთელობა სანდო ხელშია, შენსავე მაჯაზე

ალია ავტორი - ალია
22:00 09-30-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

სამსუნგმა 2021 წლის აგვისტოში „სმარტ“ საათების ახალი, ფლაგმანური თაობა წარადგინა; ესენი გახლავთ Galaxy Watch4 და Galaxy Watch4 Classic. Watch4 სერიაში შემოთავაზებულია ყველა ის სასარგებლო და პრაქტიკული ფუნქცია, რაც აქამდე გამოიყენებოდა სამსუნგის გონიერ საათებში. თუმცა, რაღათქმაუნდა დამატებულია ახალი ფუნქციები და შესაძლებლობები, როგორც ჯანმრთელობის მონიტორინგის, ასევე ყოვედღიური ამოცანების მარტივად გადაჭრის მიმართულებით.

Galaxy Watch4 სერიაში განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობის ზრუნვასა და ფიტნესზე არის გამახვილებული. წინა მოდელებთან შედარებით აქ დამატებულია ახალი მაღალტექნოლოგიული სენსორები, რომლებიც კიდევ უფრო მეტი და უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევენ ორგანიზმის მდგომარეობის და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. ახალია ბიოელექტრული წინაღობის სენსორი, რომლის საშუალებითაც ხდება სხეულის შემადგენლობის გაზომვა. ასეთი ფუნქცია პირველად გამოიყენება გონიერი საათებში და ის საშუალებას იძლევა მივიღოთ ინფორმაცია: სხეულში კუნთოვანი მასის, ცხიმოვანი მასის, სხეულის ცხიმოვანი ბალანსის, სხეულში წყლის შემცველობის, სხეულის მასის ინდექსის და საბაზო მეტაბოლური ინდექსის შესახებ. ამ მაჩვენებლებზე დაკვირდებით ადამიანი ყოვედღიურად დააკვირდება ორგამიზმში მიმდინარე პროცესებს და
თვალსაჩინოდ დაინახავს იმ შედეგებს, რაც ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს მოაქვს ორგანიზმისათვის, 


Watch4 სერიაში ასევე ხელმისაწდომია არტერიული წნევის გაზომვის, ელექტროკარდიოგრამის
გადაღების და სისხლის ჟანგბადით გაჯერებულობის (სატურაციის)
დონის გაზომვაც.
ახალი გონიერი Galaxy Watch4 საათები უკვე ახდენენ 95 სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობის დოკუმენტირებას. განსაკუთრებით საინტერესოა ინფორმაცია სირბილის ან ველოსიპედით სიარულის დროს: დამწვარი კალორიები, ვარჯიშის ხანგრძლივობა, გავლილი/გარბენილი მანძილი, გულის ცემის სიხშირე, მაქსიმალური განვითარებული სიჩქარე, საშუალო სიჩქარე და რეკომენდაციები სირბილის სიმეტრიისა და ალგორითმის შესახებ. ასევე ვარჯიშის ბოლოს შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს მიერ გავლილი მარშრუტი და სურვილის შემთხვევაში გავაზიაროთ. მოტივაციის გასაზრდელად და ვარჯიშში მეტი აზარტის შესატანად, შესაძლებელია მეგობრების მაჩვენებლებთან შეჯიბრი, როგორც გარბენილი მანძილის,
ასევე გადადგმული ნაბიჯების რაოდენობით.

Galaxy Watch4 Classic (46 მმ, 42 მმ დიამეტრით) სერიის ფლაგმანურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც მაქსიმალურად ელეგანტურად და სოლიდურად გამოიყურება. რაც შეეხება Galaxy Watch4 (44 მმ და 42 მმ დიამეტრით) მოდელს, ის მეტად სპორტული და ყოვედღიური ვიზუალით არის წარმოდგენილი. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია როგორც დიდ,  ასევე პატარა ზომებში.

Watch4 სერიაში სამსუნგმა შემოგვთავაზა სრულიად ახალი ოპერაციული სისტემა გონიერი საათებისათვის: Wear OS. ის წარმოადგენს Tizen-ისა და Android Wear-ის ნაზავს, უფრო სწორედ კი ამ ორი სისტემის საუკეთესო შესაძლებლობებისა და ფუნქციონალის კომბინაციას. Wear OS-ის საშუალებით უკვე შესაძლებელია როგორც Android Wear-ის ასევე Tizen-ის
აპლიკაციების გამოყენება. შედეგად, ისეთი სასარგებლო აპლიკაციები, როგორიც არის Google Maps და Youtube ახლა უკვე საათზეც ხელმისაწვდომი იქნება.

გაუმჯობესდა ტექნიკური მახასიათებელბიც. Watch4 სერიაში გვაქვს 16GB შიდა მეხსიერება (აპლიკაციების, სიმღერებისა და სურათებისათვის) და 1.5GB ოპერატიული ახალი თაობის 5 ნანომეტრიან პროცესორთან ერთად. Galaxy Watch4 სერია მაქსიმალურად დაცულია. მისი ეკრანი დაცულია ულტრაგამჭვირვალე Corning Gorilla Glass DX (Watch4 დაცულია DX+ ით ეკრანის ფორმიდან გამომდინარე) ტექნოლოგიით, ხოლო კორპუსი წყალგაუმტარია 5ATM სტანდარტით რაც გულიხსმობს, რომ შესაძლებელია საათის ჩატანა 50 მეტრ სიღრმემდე ულიმიტო დროით, ნებისმიერი ტიპის წყალში. შესაბამისადნ ახალი საათებით ცურვა ან აბაზანის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. საათებს ასევე აქვთ სამხედრო სტანდარტის დაცულობა MIL_STD_810G ექსტრემალურად მაღალი/დაბალი ტემპერატურებისა და მაღალი გადატვირთვისაგან.

Galaxy Watch4 სერია თავსებადია ყველა ანდროიდ მოწყობილობასთან Android 6.0 Marshmallow და ზევით.  საათით შეგიძლიათ მიიღოთ, ნახოთ და უპასუხოთ შეტყობინებებსა და ზარებს. გარდა ზომის და ფერისა Watch3-ის საკუთარ სტილზე მორგება ფუნქცია: ,,ჩემი სტილი’’-ით არის
შესაძლებელი. გადაუღეთ ტანსაცმელს ან აქსესუარს სურათი და სისტემა თავად შეგვიქმნის ტანისამოსის ფერებში გადაწყვეტილ სხვადასხვა დიზაინის საათის სკინის ფონს.

საათების შეძენა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათ ვებ-გვერდებზე შეგიძლიათ; შეგახსენებთ, რომ შეიძინოთ სამსუნგის სმარტ მოწყობილობები  მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრამა გიცავთ..

თეგები: Samsung

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved