• რეკლამა
  • კონტაქტი
12:46, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამშობლოს ერთნაირად ღალატობენ ისინი ვინც რუსეთზე მუშაობს, აშშ-ზე ან სახვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება!“ – ლევან მამალაძე

ალია ავტორი - ალია
20:12 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,485

ყოფილი მაღალჩინოსანი, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე:

„სამშობლოს ერთნაირად ღალატობენ ისინი ვინც რუსეთზე მუშაობს, აშშ-ზე ან სახვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება!
საქართველოს მტრები თვითონ გამოააშკარავებენ თავს!
ლუსტრაციის კანონის მიღების ინიციატივამ, საქართველოში მიძინებული თუ მოქმედი აგენტურა ააბობოქრა. თვითლუსტრაცია არ ანაღვლებთ და ქართული საზოგადოების აბუჩად აგდებას აგრძელებენ! პოლიტიკური და NGO ლიდერები, ცნობილი თუ დამწყები მოექსპერტო ელემენტები ახალ ნარატივს ავრცელებენ: „ რუსეთის აგენტობა სამშობლოს ღალატია, ამერიკის აგენტობა კი შესაქები საქმეაო“! როგორც ჩანს ამაზე დიდი თანხებიც გამოიყო და მოტივირებული ტელევიზიებითა და მედია საშუალებებით ქართულ საზოგადოებას იმაში არწმუნებენ, რომ სამშობლოს ღალატი კარგი საქმე , ოღონდ სწორად უნდა შეარჩიო ქვეყანა რომელსაც მიეყიდები! ნეოლიბერალიზმის სამოსს ამოფარებულმა პირებმა, სამშობლოს ღალატი სარფიან და დაუსჯელ საქმედ აქციეს . გვარწმუნებენ იმაში, რომ დასავლეთის შეკვეთაზე მუშაობა, თურმე საქართველოსთვის მომგებიანი საქმეა.
ქართულ საზოგადოებას ისტორიული მეხსიერება შენარჩუნებული აქვს და ყველაფერი კარგად ახსოვს! რამდენჯერ გვიბრუნა ზურგი დასავლეთმა და რუსეთისთვის საჯიჯგნად დაგვტოვა :1921 წელს საბჭოთა რუსეთის გავლენის ზონად გვაღარეს და წითელ არმიას გზა გაუხსნეს; საბჭოთა კავშირის პირობებში 1990 წელს პირველ ეროვნულ ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირეს, ზვიად გამსახურდია კო მოწინააღმდეგედ გამოცხადეს; 1992 წელს ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებაში რუსეთს კარტბლანში მისცრეს; 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების მონაწილენი გახდნენ; 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის პროვოკაციული თამაში არ შეაჩერეს, რუსეთმა ტერიტორიები და საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი მიისაკუთრა, დასავლეთის მიმართ კი უფრო დამოკიდებული გაგვხადეს! რამდენი აგენტი და დაფინანსებული ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს საზიანოდ, სხვა ქვეყნების ინტერესებისთვის! რუსეთი საბაბს ელოდება , რომ დაგვბომბოს, დასავლეთი კი საქართველოს ომში ჩათრევას ლამობს. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაგვაზიანებს , დაგვბომბავს ან რევოლუციას მოგვიწყობს?! დააკვირდით, რომელი პიროვნება თუ ლიდერი რას გვეუბნება, ვინ უჭერს მხარს ომში ჩაბმას, აფხაზეთსა და ცხინვალში საომარი მოქმედების დაწყებას ან რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას. რა დაფინანსება აქვთ ამ პირებს და არასამთავრობოებს, ვინ უკვეთავს საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებს და რა საფრთხე ემუქრება ჩვენ სახელმწიფოს?! ამ რთულ ვითარებაში საქართველო უდიდეს შემოტევებს უძლებს, ქვეყნის საზიანოდ შეკვეთილ სცენარებში არ ერთვება და მაღალ სუვერენულ ფუნქციას ავლენს. სწორედ ეს არის აგენტოკრატიის სამიზნე, რომ საქართველო მუდამ დამორჩილებული და სხვისი სათამაშო იყოს!
არ გავაბრიყვებინოთ თავი, სამშობლოს მოღალატეობაზე ამაზრზენი არაფერია ამ ქვეყანაზე! ვინც სახელმწიფოს ზიანს აყენებს ,განურჩევლად იმისა ამერიკაზე მუშაობს თუ რუსეთზე, ერთნაირად მოღალატენი არიან და კანონის წინაშე ერთნაირად უნდა აგონ პასუხი!
ერთი სიტყვით მეხუთე კოლონა მოქმედებაში მოვიდა, რამაც ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაში უფრო დამარწმუნა!
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
შეიძლება იყოს text გამოსახულება
თეგები: ლევან მამალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved