• რეკლამა
  • კონტაქტი
12:04, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამოთხე არსებობს, ეს გზა იქნება სამოთხე, წუთნახევარი გზა…” – კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
20:45 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

მწერალი, გიორგი კეკელიძე:

“ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპირად იცის უმძიმესი რიტუალი – წამოდგომა შეზამთრებისას. ღუმელიან ოთახში იქ იშვიათად თუ წვება ვინმე. თუ ოდა- სახლია – ცხადია, რომ მეორე სართულზე, თუ ,,ბელეტაჟი” – ,,ფეჩიდან” რაც შეიძლება შორს. არის აქ რაღაც შუა მაზოხიზმსა და პაკაზუხობას შორის. ვინც თბილ, ყოველდღიურ ოთახში იძინებდა, თან რაცხა უცნაური ოჯახიდან იყო, თან გაუგებრად გვშურდა მისი, თითქოს ჩვენ არ შეგვეძლო. ჰოდა, დაწოლა ცალკე და წამოდგომა ხომ ცალკე და ცალკე. ტანსაცმელი ყინვაში რომ ცუდად გაწურულს გაფენ და ზევიდან თოვლი მოუსწრებს – ამგვარის მეზობელ დღეშია.
,,სირისტია, სირისტი იქინე” და იმიტომ.
მაგრამ არაფერია იმაზე უკეთესი, როცა ვინმე წამოდგება შენამდე და ცეცხლს დაანთებს. თუ სამოთხე არსებობს, ეს გზა იქნება სამოთხე, წუთნახევარი გზა ,,სპალნიდან” ,,ფეჩის ოთახამდე”. გათბობის განცდით სავსე გზა. ვისაც ეს გზა არ გაგივლიათ, სამოთხეში ვერ მოხვდებით. და თუ მოხვდებით, ვერ მიხვდებით, რომ სამოთხეა.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved