• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციებმა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინეს

ალია ავტორი - ალია
15:56 07-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318
სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასახული 12 პუნქტის მოთხოვნების შესასრულებელი გეგმა წარადგინეს.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ეს არის ის მინიმალური გეგმა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამასთანავე, ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ სამუშაოების შესრულება დადგენილ ვადებში შესაძლებელია.

მათი თქმით, ის გეგმა რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა არ იყო შინაარსობრივი, მოიცავდა პროცედურულ საკითხებს და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ დაინახეს კონკრეტული ნაბიჯები, რასაც  ხელისუფლება თითოეული პუნქტის შესასრულებლად გეგმავს.

ორგანიზაციები შიშობენ, რომ ხელისუფლების წარმოდგენილი გეგმა მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, რომელიც დროში გაიწელება და შედეგს არ მოიტანს.

ისინი აცხადებენ, რომ გაწერილი პუნქტების შესაბამის სფეროებში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქალაქო ორგანიზაციების თანხმობით შედგენილი კანონპროექტები უკვე არსებობს, ინიცირებულია და მათი მიღება პარლამენტს რამდენიმე კვირაში შეუძლია. შესაბამისად, მათი თქმით დამატებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა კანონპროექტებზე სამუშაოდ არასაჭიროა და ხელისუფლების წარდგენილი გეგმის განხორციელების შემთხვევაში პუნქტების შესასრულებლად დადგენილი ძვირფასი დრო ფუჭად გაიფლანგება.

ორგანიზაციების წარმომადგენლების კონსენსუსით შედგენილი გეგმა, მათ შორის, შემდეგ საკითხებს ჭრის:

პოლიტიკური პოლარიზაცია – ამ საკითხის აღმოფხვრისთვის, ორგანიზაციების აზრით, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ძალთა გადანაწილება და დაბალანსებას მოიცავდა – 5 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, მაშ შორის საბიუჯეტო კომიტეტის.

ორგანიზაციების აზრით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ეს მარტივადაა შესაძლებელი.

საარჩევნო კანონმდებლობა – ორგანიზაციების აზრით, არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ცესკოს დამოუკიდებლობა. ორგანიზაციების აზრით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრების კონსენსუსის საფუძველზე უნდა დაინიშნონ. საარჩევნო კანონმდებლობაში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიც ასევე ინიცირებულია და 1 მოსმენით მიღებულია, დანარჩენი მოსმენაა საჭირო რაც რამდენიმე კვირაში შესაძლოა მოხერხდეს.

მართლმსაჯულების რეფორმა – ორგანიზაციებმა შეიმუშავეს რეფორმის განხორციელების გეგმა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და/ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრების არჩევას მოიცავს. მათი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი ასევე ინიცირებულია პარლამენტში.

კორუფციასთან ბრძოლა – ორგანიზაციების აზრით, უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უწყებებში კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს და ეფექტურად იმუშავებს. მათი თქმით, ამგვარი სააგენტოს შექმნის კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და საჭიროა მხოლოდ შემდეგი მოსმენების.

მედიის თავისუფლება – სამოქალაქო ორგანიზაციები უპირველეს ყოვლისა მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ ასევე უნდა შეწყდეს ის საქმეები რომლებიც სხვადასხვა მედიების მფლობელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, თითოეული პუნქტის შესრულება  საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე, დეოლიგარქიზაციაზეც აისახება. ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ამ გეგმამ შესაძლოა, სრულად არ დაასრულოს ოლიგარქიული მმართველობა, თუმცა შეასუსტებს მას.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს გეგმა კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება და ხელისუფლებისადმი გადადგომის მოთხოვნას არ ცვლის. მათი თქმით, ამ გეგმაზე ეროვნული თანხმობის მთავრობამ პარლამენტთან ერთად უნდა იმუშაოს და რეფორმები ამ ფორმითა და შინაარსით უნდა განხორციელდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved