სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დააკავეს, თავისუფალია.
დავით კოლდარმა ციხე რამდენიმე საათის წინ დატოვა. ის სასჯელს ლაითურის ციხეში იხდიდა.
როგორც გაირკვა, კოლდარი ციხიდან იმაზე ადრე გაუშვეს, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია მის ადვოკატს და მეგობრებს ჰქონდათ.
“დავით კოლდარი დილის 6-ზე გამოაგდეს ლაითურის ციხიდან, იდგა მარტო ციხესთან, რომ არ დავხვედროდით და კადრები არ გვქონოდა, ალბათ.
ადვოკატს გუშინ უთხრეს 10:00-დან 10:30-მდე გამოვუშვებთო. რამდენი ადამიანი ჩამოვდიოდით კი მარა, რომ ადამიანის დილაუთენია გამოგდება მოგივიდათ თავში იდეად“, – წერს ნათია გაბრავა.
დავით კოლდარი 2024 წლის მაისში დააკავეს. მას პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.











კომენტარები