ფოტო – BBC
37 წლის სამხრეთაფრიკელმა ქალმა, გოსიამე თამარა სიტოლემ, 10 ბავშვი გააჩინა. ინფორმაციას ავრცელებს BBC-ი სამხრეთ აფრიკის ოფიციალური პირების მონათხრობზე დაყრდნობით.
“შვიდი ბიჭი და სამი გოგო შეგვეძინა. ძალიან ბედნიერი ვარ, ემოციური მომენტია”. – ამბობს ბავშვების მამა
მშობლების თქმით, ექოსკოპიაზე მხოლოდ 8 ბავშვი ჩანდა. 10 პატარას სახლში 2 დედმამიშვილი ელოდება.
სავარაუდოდ, სიტოლე მსოფლიო რეკორდსმენია. ერთი თვის წინ აფრიკის კონტინენტს კიდევ ერთი მრავალშვილიანი დედა შეემატა, 25 წლის მალელმა ჰალიმა სისემ 9 ბავშვი გააჩინა.
კომენტარები