სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობა ქორწინების რეფორმის კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ქალებს ერთდროულად რამდენიმე ქმრის ყოლის უფლებას ანიჭებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი მიზნად ისახავს სამხრეთ აფრიკაში ქალთა და მამაკაცთა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კანონმდებლობა მამაკაცებისთვის რამდენიმე ცოლის ყოლის უფლებას ითვალისწინებს.
სამხრეთ აფრიკის ექსპრეზიდენტს, ჯეიკობ ზუმას, ლეგალურად ოთხი ცოლი ჰყავს.
კომენტარები