• რეკლამა
  • კონტაქტი
11:48, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხარაულმა სსრკ–ს 1978 წლის ბრძანებით იხელმძღვანელა – “ემპათია”

ალია ავტორი - ალია
20:50 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

ცენტრი “ემპათია” იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ სამხარაულის დასკვნით, ცენტრ “ემპათიას” მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო არ არის, აცხადებს:

“დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე. ამგვარი მოქმედება სხვა პატიმრის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია.

გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზები 08/12/2022 – ის მდგომარეობით შეესაბამება კლინიკა „ვივამედ“ – ში თუ გორის ჰოსპიტალში დასმულ დიაგნოზებს, მაშასადამე, მინისტრის განცხადება, როგორც მინიმუმ, არ შეესაბამება სიმართლეს.

რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზებს: იგი დადასტურებულია 4 ფსიქიატრის (2 ქართველი ფსიქიატრი, 1 ამერიკელი და 1 ინგლისელი ფსიქიატრის მიერ), ასევე 1 ქართველი და 1 ამერიკელი ნევროლოგის მიერ: კლინიკურ, ანამნეზურ/კატამნეზურ, ფსიქომეტრულ, კლინიკურ – ფსიქოლოგიურ და ინსტრუმენტულ კვლევებზე დაყრდნობით. ასევე დადასტურებულია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N7 (06/12/2022) – ის მიერ, რაც ასევე სასამართლოში არის წარდგენილი. ასევე გაუგებარია, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ცოცხალი პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე როგორ იმსჯელა პირადი შემოწმების გარეშე.

რაც შეეხება „წამება“ – ზე ექსპერტთა განცხადებებს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იგი „არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას“ – იუსტიციის მინისტრი გულისხმობს: სსრკ ბრაძანება N1208, ქ. მოსკოვი 1978, რითიც ამჟამადაც ხელმძღვანელობს სამხარაულის ბიურო.

აქვე კიდევ ერთხელ ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სადაც იუსტიციის მინისტრი და პანიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, სამედიცინო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ურთქმელიძე, რომელიც მაშინ გორის ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, შესაძლო ფიგურანტები არიან, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მხარეს.

და ბოლოს, ცენტრი „ემპათია“ კვლავ ელოდება სამხარაულის ბიუროს დასკვნის დასკვნას, აღნიშნულის გაცნობის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს პრესს – კონფერენციას, ასევე ჩატარდება დასკვნის დასკვნაზე ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს განვიხილავთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის მცდელობად, ასევე სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად.”

თეგები: ემპათიარატი ბრეგაძესამხარაულის ბიუროსსრკ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved