ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 2 ბავშვს ე.წ. ინდურ შტამზე კვლევა უტარდება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, სამივე ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა. ჩვილებიდან ერთი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.
კითხვაზე, როდის იქნება კვლევის პასუხი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი პასუხობს, რომ ეს დაზუსტებით უცნობია, რადგან ტესტების სექვენირებას დრო სჭირდება.
კომენტარები