• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სამიტში ჩემი მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა” – ალიევი

ალია ავტორი - ალია
13:39 05-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,555

ჩვენ მშვიდობა მხოლოდ ცხრა თვეა გვაქვს და ჯერ კიდევ ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას, – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეო ფორმატით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განვიხილეთ ჩემი მონაწილეობა სამიტში და შევთანხმდით, რომ ვიდეო ფორმატით შევუერთდებოდი. ასევე მინდა აუდიტორიას ვაცნობო, რომ ერთი წლის წინ, პრეზიდენტ კოშტასთან და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას, მათ მკითხეს ჩემი აზრი სამიტის 2026 წლის მაისში სომხეთში ჩატარების იდეასთან დაკავშირებით. მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას და, თავის მხრივ, შევთავაზე შემდეგი სამიტებიდან ერთ-ერთის აზერბაიჯანში ჩატარება დაბალანსებული მიდგომის შესანარჩუნებლად. წინადადება მიღებული იქნა და ამიტომ, წევრებს 2028 წლის მაისში აზერბაიჯანში ვპატიჟებ. სხვათა შორის, სომხეთმაც დაუჭირა მხარი ჩვენს კანდიდატურას. ეს ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, როგორც სომხეთი ისე აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.

,,სამიტში ჩემი მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა” – თქვა ალიევმა

ამასთან, ალიევმა მადლობა გადაუხდა ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროექტთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციისთვის

,,ჩვენ მშვიდობა მხოლოდ ცხრა თვეა გვაქვს და ჯერ კიდევ ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მშვიდობა დამყარდა,აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა სატრანზიტო შეზღუდვა სომხეთის მიმართ. მშვიდობის კიდევ ერთი მიღწევა არის დაკავშირებადობა, ტრამპის მარშრუტი დააკავშირებს აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან, და ამასთან ერთად ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილიც გახდება.

როგორც სომხეთი ისე აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს. მინდა, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროექტთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციისთვის, – განაცხადა ალიევმა.

თეგები: ილჰამ ალიევი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved