• რეკლამა
  • კონტაქტი
20:00, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სამი მუშკეტერის“ სიყვარულის ისტორიები – “არ არის ბრაზიანი და პირქუში”

ალია ავტორი - ალია
19:59 10-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე – ეს გვარები 2019 წლის ბოლოდან დღემდე, საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურობად და იმედად გადაიქცა. კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლ მედიკოსებს საქართველოს მოქალაქეებმა „სამი მუშკეტერი“ შეარქვეს. პროფესიული საქმიანობის გარდა, საზოგადოება თითოეულის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდება.

რევ­მა­ტო­ლოგ ანა თო­ფუ­რი­ას და ინფექციონისტ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის წყვი­ლი სამედიცინო საზოგადოებაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ანა თოფურია იხსენებს:

tsertsvadze_o_h.jpeg

„თენ­გი­ზი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი. მე, რო­გორც დამ­წყე­ბი ექი­მი, ინ­ტერ­ნა­ტუ­რა­ში პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ში­ნა­გან სნე­უ­ლე­ბა­თა კა­თედ­რა­ზე მოვ­ხვდი. თენ­გი­ზი ამ დროს უკვე კა­თედ­რის წამ­ყვა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­მა, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რულ­მა თა­ვი­დან­ვე დაგ­ვა­ახ­ლო­ვა.

მრა­ვა­ლი წე­ლია ვი­ზი­ა­რებ და მხარს ვუ­ჭერ ყვე­ლა მის წა­მო­წყე­ბას. მის გვერ­დით ვი­ყა­ვი რთულ პე­რი­ო­დებ­ში, მაგ­რამ ჩემი წვლი­ლი თენ­გი­ზის წარ­მა­ტე­ბა­ში ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. მისი ნი­ჭის, უნა­რის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, მას­შტა­ბუ­რი ხედ­ვის ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას.

– ვცხოვ­რობ­დით ისე, რო­გორც სამ­სა­ხუ­რით უკი­დუ­რე­სად და­კა­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი, თუმ­ცა ხში­რად ვა­ხერ­ხებ­დით კონ­ცერტსა თუ პრე­მი­ე­რა­ზე წას­ვლას და არამ­ხო­ლოდ თბი­ლის­ში. შარ­შან ახალ წელს შევ­ხვდით ვე­ნა­ში და და­ვეს­წა­რით არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებს, ვე­ნის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბა მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვცდი­ლობ, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რის ნახ­ვა მო­ვას­წრო“, – ამბობს ანა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მეუღლე მარინა კვეზერელი-კოპაძე 30 წელზე მეტია ქორწინებაში იმყოფებიან.

კვეზერელი-კოპაძე იხსენებს, თუ სად და როდის გაიცნო ამირან გამყრელიძე:

gamkrelidze_o_h.jpeg

„ამირანი ბრაზიანი და პირქუში არ არის. მას რბილი, დამთმობი ხასიათი აქვს. ჟანდარმის როლს ოჯახში მე ვასრულებ. მას ცხოვრების დაძაბული რიტმი აქვს, საპასუხისმგებლო საქმე აბარია და ალბათ დაღვრემილ სახეს ეს უქმნის. ცხოვრების ორი მესამედი ერთად გავატარეთ და ბრაზი არასოდეს შემიმჩნევია. ჩვენ თანაკურსელები ვართ. სამედიცინო ინსტიტუტში სამეცნიერო დარგში კომკავშირის მდივნის მოადგილე ვიყავი. ამირანი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას ედგა სათავეში და მის ხელმძღვანელად ვითვლებოდი. თავიდან ვმეგობრობდით, შემდეგ მეგობრობამ ტრანსფორმაცია განიცადა და სიყვარულში გადაიზარდა. პირველ რიგში, სწორედ მისი დამთმობი ხასიათი მომეწონა. იმას აღარ მივაქციე ყურადღება, რომ ბოლოს მაინც თავისებურად აკეთებდა ყველაფერს. სიყვარული ამიხსნა… ეს მოხდა სოხუმში, ზუსტად 30 წლის წინ. იქ ზამთრის არდადეგებზე ვისვენებდით. ზღვის ნაპირზე ორნი ვისხედით. გარშემო რუსის ბავშვები დარბოდნენ. ეტყობა, სახეზე შეგვატყვეს, რაზეც ვსაუბრობდით და ყიჟინა დაგვცეს – „ტილი, ტილი, ტესტა, ჟენიხ ი ნევესტა!“… ამირანის ოჯახში 6 თვეს ვცხოვრობდით. შემდეგ ცალკე დავსახლდით. სამეგობროში მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობდით მშობლების გარეშე და ყველა ჩვენთან მოდიოდა. ვერ ვიტყვი, რომ უთანხმოება არ გვქონია. ახალგაზრდობაში პრემიერას არ ვაცდენდი, მას კი სულ წიგნების კითხვა უნდოდა და ამაზე ხშირად ვკამათობდით…“, – იხსენებს გამყრელიძის მეუღლე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს პირველი მეუღლე გარდაეცვალა. ახლა ის მეორე ქორწინებაში იმყოფება.

როგორც ცნობილი ეპიდემიოლოგი ამბობს, მას ხათუნა გოგელიასთან წლების წინ დიდი გრძნობა აკავშირდება, შემდეგ მათი საქმიანობა და ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებით წავიდა, ახალი კი მათი ცხოვრები გზები კვლავ გადაიკვეთა…

paata-imnadze_o_h.jpeg

„მეუღლე, ხათუნა გოგელია, პროფესიით ბიოლოგია. მუშაობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ნეირობიოლოგიის მიმართულებით. შემდეგ პეტერბურგსა და უნგრეთში გადავიდა და თავის ტვინზე საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები ჰქონდა. ამჟამად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებით „გეშტალტ თერაპიით“, არის დაკავებული. ჩვენ ერთმანეთი ძალიან დიდი ხნის, 28 წლის წინ, გავიცანით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ის სამუშაოდ უნგრეთში წავიდა. იმ პერიოდში ასე ადვილი არ იყო ურთიერთობები შორ მანძილზე, მერე კი ორივე დავოჯახდით.

მაშინაც დიდი რომანი გვქონდა… თუმცა, იმის შემდეგ 28 წლის განმავლობაში, ერთმანეთი არ გვინახავს. მერე სრულიად შემთხვევით შევხვდით. სამსახურთან ახლოს, ბანკში შევდიოდი, ამ დროს ის გამოდიოდა და ასე, მოულოდნელად, შევხვდით ერთმანეთს. ეს ამ გაზაფხულის ბოლოს იყო. მას შემდეგ, ჯერ სოციალური ქსელით ვკონტაქტობდით. შემდეგ რამდენჯერმე ვნახეთ ერთმანეთი. ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ და მივხვდით, რომ ის, რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო, არ ჩამქრალა და ისევ განახლდა. ახლა ორივეს ორ-ორი შვილი გვყავს – მე გოგონები, მას ბიჭები. თითქმის ერთი ასაკის არიან: 20-25 წლის.

როცა ხვდები ადამიანს, რომელსაც პრინციპში, ძალიან კარგად იცნობდი და თავის დროზე მასთან დიდი სიყვარული გაკავშირებდა, რთული არაა ამის გადაწყვეტა. მე 64 წლის ვარ, ის – 52-ის. ამხელა ხალხი რამდენ ხანს გავაგრძელებდით რესტორნებსა და კაფეებში შეხვედრას (იცინის). ამიტომ, შევთავაზე, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ტრადიციული, ქართული სახე მიგვეცა.

შემიძლია ვთქვა, რომ, ჩვენს შორის დიდი ხნის წინ, ძალიან დიდი გრძნობა იყო, რომელიც ახლა განახლდა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი შვილების აზრის გაგება იყო. ცალკე მე ვუთხარი გოგონებს ამის შესახებ, ცალკე მან – ბიჭებს და როცა მათი მხრიდან სრული თანხმობა მივიღეთ, უფრო თამამად გადავდგით ეს ნაბიჯი. ჩემმა შვილებმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამომიცხადეს. შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმითაც კი მიიღეს მამის გადაწყვეტილება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ და ასევე, ხათუნას შვილებსაც. მათაც კარგად მიიღეს ჩვენი გადაწყვეტილება“

დაიჯესტი

თეგები: ამირან გამყრელიძეთენგიზ ცერცვაძეპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved