ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრებმა 55 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. მამაკაცის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი სახერხ საამქროში მუშაობდა, თუმცა შექმნილი პანდემიის გამო სამსახური დაკარგა.
მეზობლების ვარაუდით, სუიციდი სწორედ უმუშევრად დარჩენას უკავშირდება.
ფაქტზე გამოძიება 115 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები