უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი ფეისბუქზე წერს:
“ღარიბაშვილის ლოღიკით, ივანიშვილის ოჯახმა ქველმოქმედება იმიტომ გასწია, რომ ღარიბაშვილსა და მის დამქაშებს კორუფციაში ეჭყუმპალავათ და ტროლ-ბოტების ლეგიონით ეთარეშათ, სამაგიეროდ ირაკლი ჩვენთვის ილოცებს, უმადურებო ჩვენ….
p.s. იმ კაცს არ დაუყვედრებია საკუთარი ქველმოქმედება და თქვენ რაღაზე იყვედრებით? p.p.s. ფეხთამლოკების, ფარისევლებისა და მლინქვნელების ბოლო რა არის, ხომ იცით?!”
ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ასეთი რამ უთხრა – თქვენ შეგიძლიათ ყოველ დღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და ქვეყნის გამთლიანებაზე.
კომენტარები