• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამ პუნტულა კაცს, უდიდესი ენთუზიაზმით, ახალ წელს მიჰქონდა მთელი ჩემი და ჩემი შვილების ახალი წელი” – ვიკა ბუკია

ალია ავტორი - ალია
01:45 01-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,893

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:

ჩვენი უბნის ნიკორასთან გავაჩერე მანქანა 5 წუთით. შეიძლება 3 წუთითაც. ჰოდა, გამოვდივართ მე და მაშო და ვხედავთ, რომ მანქანა, რომელიც ზუსტად 2 წუთით გავაჩერე არასაპარკინგე ადგილას, დაუხაზავში, იქ, სადაც ხელს არავის ვუშლიდი, საერთოდ არავის, აწეულია ჰაერში ევაკუატორის მიერ.
ხელს არავის ვუშლიდი, მაგრამ ვარღვევდი კანონს, სადაც წერია, რომ „დგომა აკრძალულია“. და მოგეხსენებათ, დგომა აკრძალულია ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრეც, იქ, სადაც მთელი ქუჩა გადათხრილია და შეუძლებელია მანქანის ნორმალურად დაყენება არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც.
ჰოდა, გამოვდივარ და ვხედავ: სამი პუნტულა კაცი უდიდესი ენთუზიაზმით ასრულებს თავიანთ მოვალეობას. ერთი შიგნით მანქანაში იჭყიტება ღრეჭვით და რას ხედავს, იცით? შიგნით არის ნამცხვრები და ტკბილეული, ნინიას საახალწლო ელზას კაბა საკიდზე, შეფუთული საჩუქრები, გაზიანი სასმელები, ხილი და ფუმფულა ცხენი.
ეს ყველაფერი დაინახეს და მაინც გააგრძელეს თავიანთი საქმე ხალისითა და სიყვარულით. ახალ წელს მიჰქონდათ საჯარიმოზე არათუ მანქანა, არამედ მთელი ჩემი და ჩემი შვილების ახალი წელი.
მანქანა მაინც მოვახსნევინე, მაგრამ ძალიან იყოყმანეს. ბოლოს შევკივლე, ორსულად ვარ-მეთქი, და ჩამოხსნეს (ამჯერად არ ვარ).
ამ ამბის მორალი ისიცაა, რომ არასდროს არ უნდა დააყენოთ მანქანა უადგილო ადგილას. და თუ გგონიათ, რომ არსებობს განსაკუთრებული დრო ამ 365 დღეში, როცა თქვენი ფუმფულა ცხენების, ნამცხვრების და გოზინაყების გამო უკანონობას ვინმე შეგარჩენთ, ცდებით.
ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, სადაც კანონი „დგომა აკრძალულია“ ნიშნავს აკრძალულ დგომას ახალ წელსაც, შობასაც და აღდგომასაც. რამეთუ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონი უზენაესია.
გაუმარჯოს ჩვენს დემოკრატიულ საქართველოს და ენა მიიგდეთ.
ის სამი კაცი სადაა ახლა, მაცოდინა. ახალ წელს მე მათ სადღერგძელოს დავლევ, ბიჭების, ვინც ახალი წლის დღეებშიც ასრულებს თავის მოვალეობას პირნათლად. გმირები ❤️

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved