• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილს ჩემი ხელმოწერით ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ვერ გავაგრძელებინებდი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:55 09-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,096

ვფიქრობ, ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელი ვოიაჟი და ვიზიტები ევროპაში მეტად სამწუხარო ფაქტია, არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე, უფრო მეტიც, პირიქით, მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მძიმე განცხადებები გააკეთა, ვერ მისცემდა მანდატს, სხვა ქვეყანაში წარედგინა საქართველო.

„შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, 12 რეკომენდაციას. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. მას აქვს რაღაც ბუნდოვანი განცხადებები გაკეთებული, თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი, ამ დროს, ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამის შემდეგ ის მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენ შორის იყო, ისიც დაიკარგა და მე, უბრალოდ, ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში, რა უნდა ილაპარაკოს, კაცმა არ იცის. ჩვენ ნდობა არ გვაქვს. არ ვიცი, რომელიმე ქვეყანაში ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნებოდა და მიუღებელი. ამით დასაბუთდა ჩვენ უარი, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი ქმედება არის საბოტაჟი, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და წინააღმდეგობაში მოსვლა ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved