Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძებელმა, სოფო ჭყონიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის წინ გაიმართა, განაცხადა:
“სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი შევიდეს საქართველოს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პრეზიდენტი, თუ ის შეიწყალებს სააკაშვილს. ქვეყანა არ ვითარდება, არასტაბილურია, ფაქტობრივად ახლა არსად აღარ ვართ, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებით ეს მდგომარეობა დასტაბილურდება. მან ეს გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან აუცილებად უნდა მიიღოს, მე ვერ გეტყვით ეს იქნება დღეს თუ ხვალ, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს.”
კომენტარები